აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების, იურიდიული მომსახურების და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს. ჩვენი გლობალური ქსელი 164 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, აერთიანებს 111,307 თანამშრომელსა და 1,803 ოფისს. ამ დიდი გუნდის წევრია BDO საქართველოში, რომელიც ქსელის მხარდაჭერითა და გამორჩეული თანამშრომლებით მუდმივად ვითარდება და ლიდერ პოზიციებს ინარჩუნებს ბაზარზე.