საჩივრის ფორმა

BDO  საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს პატიოსანი, სამართლიანი მუშაობა და თანამშრომლობა მესამე მხარეებთან. ჩვენი პრინციპია პირდაპირი და გულწრფელი დამოკიდებულებები პროფესიონალურ და საქმიან ურთიერთობებში, ობიექტურობა, რომელიც გამორიცხავს ყოველგვარ მიკერძოებას, ინტერესთა კონფლიქტს და არასასურველ გავლენებს ან ზემოქმედებას სხვების პროფესიულ ან საქმიან მსჯელობაზე, და  აღებული  პასუხისმგებლობის სრულყოფილი შესრულება ყოველთვის და ყველას წინაშე. 

მესამე მხარეებს ან დამკვეთებს შესაძლოა გაუჩნდეთ ეჭვები თანამშრომელთა ქცევისა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით, რომლის გამჟღავნება აუცილებელია ფირმის ღირებულებების, კეთილსინდისიერებისა და სერვისების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად.  

ფირმა მხარს უჭერს და წაახალისებს ქმედებას რომელიც გულისხმობს აღნიშნული არხით საჩივრის დაფიქსირებას. საჩივრის გაკეთება არ არის დასჯადი ან სხვამხრივ უარყოფითი შედეგების მომტანი, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა პირველ რიგში წუხილები/პრეტენზიები გაუზიაროთ შესაბამის პარტნიორს ან BDO საქართველოს სხვა სათანადო თანამშრომელს. 

გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული ფორმა და გაგვიზიაროთ თქვენი შენიშვნები, საჩივრები, ეჭვები.