BDO-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები - # 48 (ENG)


Original content provided by BDO

საგადასახადო ორგანოებმა მთელ მსოფლიოში ახლახან გააძლიერეს კომპანიის შიდა ფინანსური ოპერაციების კონტროლი, როგორც თაღლითური ტრანზაქციების წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი გზა. გერმანიამ, მაგალითად, ახლახანს შემოიღო ძირეული ცვლილებები შიდა დაფინანსების წესებში, რომელიც ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან. თუმცა, საგადასახადო ორგანოებს ახალი წესების გამოყენება ყველა სხვა ღია საქმეზე შეუძლიათ. პროცესში ასევე ჩაერთო სასამართლოებიც, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილებები სატრანსფერო ფასების საკითხებზე შიდა სესხებთან დაკავშირებით. დიდი ბრიტანეთის საგადასახადო ორგანო HMRC (His Majesty's Revenue and Customs) წარმატებული იყო ამ საკითხში განხილულ სამ შემთხვევაში, რომელიც ეხებოდა დაუშვებელ მიზნებს, რის შედეგადაც სამ გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა პროცენტის გამოქვითვაზე.

ჩვენ ასევე ვეხებით ორ მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებას სატრანსფერო ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით, ეს არის ისრაელის სასამართლოს გადაწყვეტილება eBay-ის საქმეზე და  დელის  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება,  რომლითაც უარი ეთქვა ინდოეთის საგადასახადო ორგანოების მიერ სატრანსფერო ფასწარმოქმნის დაკორექტირების მოთხოვნას ინდური შვილობილი კომპანიის მიერ კორეული დედაკომპანიისთვის როიალთის გადახდის თაობაზე.

იურისდიქციები მთელს მსოფლიოში განაგრძობენ სატრანსფერო ფასების რეჟიმების გამარტივებას. ამ გამოცემაში განვიხილავთ დიდ ბრიტანეთში სატრანსფერო ფასების შესაბამისობის ახალ სახელმძღვანელოს, სინგაპურში სატრანსფერო ფასების სახელმძღვანელოს ახლახან გამოქვეყნებულ მე-7 გამოცემას და სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეჟიმს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.