BDO ჰორაიზონს 2024 - # 4 (ENG)


Original content provided by BDO

წარმოგიდგენთ BDO ჰორაიზონსის 2024 წლის ბოლო ნომერს, სპეციალიზებულ გამოშვებას სექტორების მიხედვით, რომელიც მომზადებულია ჩვენი პროფესიონალების მიერ შერწყმისა და შეძენის (M&A)  მიმართულებით, მთელი მსოფლიოდან. ნომერი ფოკუსირებულია ბუნებრივი რესურსების, სამშენებლო მასალების, შეფუთვისა და უძრავი ქონების თემებზე. 

საერთო გლობალური მონაცემების თანახმად, ჩვენ ვხედავთ გარიგებების შემცირებას წლის უკანასკნელ კვარტალში, დაახლოებით 20%-ის ოდენობით მეორე კვარტალთან შედარებით. ამის მიუხედავად, ტრანზაქციების ოდენობა კოვიდამდელ მაჩვენებლებზე მაღალია. სითბური რუკა აჩვენებს, რომ გარიგებების მოსალოდნელი დონე უკანასკნელი რამდენიმე წლის მონაცემთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ამან შესაძლოა შეშფოთება გამოიწვიოს, უდავოა, რომ აქტიური გარიგებები ჯანსაღია, არის ხარისხიანი აქტივები, ხოლო კერძო კაპიტალს აქვს როგორც რესურსი შეძენისთვის, ისე მოწიფული ბიზნეს პორტფელი გაყიდვებისთვის. მოლოდინი გვაქვს, რომ აქტივობა გაიზრდება, როგორც კი  გეოპოლიტიკური გაურკვევლობა უფრო ნათელი გახდება. 



მაია ხაჩიძე

მაია ხაჩიძე

პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი
View bio