Original content provided by BDO
BDO M&A ჰორაიზონსის მიმდინარე გამოცემა მოიცავს სპეციალურ პუბლიკაციას შერწყმისა და შეძენის შესახებ (M&A ) ცენტრალური ამერიკის რეგიონში, სადაც დეტალურად არის განხილული რეგიონის თავისებურებები, ცვლილებები და მიმზიდველობა ტრანსნაციონალური M&A-ისთვის.
საერთო გლობალური მონაცემების თანახმად, ვხედავთ გარიგებების აქტივობის შემცირებას 2024 წლის მეორე ნახევარში, შემცირებას დაახლოებით 7%-ის ოდენობით, მაშინ, როცა გარიგებების ღირებულება დარჩა იგივე.
გასულ წელს მთელ მსოფლიოში შეინიშნებოდა პოლიტიკური ცვლილებები, ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საერთო მღელვარება. კერძო კაპიტალი იქცა მნიშვნელოვან ძალად ბაზარზე, რომელმაც დაიკავა ყველა გარიგების დაახლოებით მესამედი. სითბური რუკა აჩვენებს, რომ ტრანზაქციის მოსალოდნელი დონე საგრძნობლად შემცირდა უკანასკნელი რამდენიმე წლის მონაცემთან შედარებით.
ამის მიუხედავად, ბაზრის საშუალო სეგმენტში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, გარიგებები ჯანსაღია. BDO-ს ქსელმა გასული წლიდან შეინარჩუნა გარიგებების დონე, რის გამოც გლობალურ რეიტინგში მოგვენიჭა N1 ფინანსური კონსულტანტის ტიტული Factset-ის სარეიტინგო ცხრილის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით. მოლოდინი გვაქვს, რომ გარიგებების აქტივობა მოიმატებს როგორც კი გაირკვევა გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, რაც საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ გაციფრულების გლობალური ტრენდების უპირატესობებით.
მაია ხაჩიძე