სოციალური კომპონენტი ( S ) ESG-ში (ENG)

BDO Legal-ის გზამკვლევი: რას ნიშნავს ‘S’ შრომითი ხელშეკრულებების ESG ‘მწვანე’ პუნქტებში 


ეს BDO იურიდიული გზამკვლევი გამიზნულია ამ ასპექტების მიმოხილვისთვის ზოგიერთ ქვეყანაში 

მდგრადობა ან ESG (EnvironmentSocial & Governance) სულ უფრო აქტიურად დგას ორგანიზაციების დღის წესრიგში. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა მოტივაციი ან ისეთი კანონებისა და რეგულაციების გამო, როგორიცაა მაგალითად კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა (CSRD). ამაში მომხმარებლების, მომწოდებლებისა და თანამშრომლების კითხვებს ორგანიზაციების მდგრადობის მიზნების შესახე ასევე შეიძლება თავისი როლი ჰქონდეს. ESG-ში „S“ (სოციალური) კომპონენტს დამატებით შინაარსი შეიძლება შესძინოს შრომით კონტრაქტებში მდგრადი ან „მწვანე“ სამუშაო პირობების ჩაწერამ 


CSRD: HR პოლიტიკის შეცვლის საფუძველი   

CSRD-ის მიხედვით გარკვეული კომპანიები ვალდებულნი არიან, წარადგინონ ESG ანგარიშგება, მათ შორის სხვა არეებთან ერთად HR პოლიტიკის შესახებაცამის მაგალითები მოიცავს სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსს, თანაბარ ანაზღაურებას და სხვადასხვა ჩართულობას კომპანიის საქმიანობაში. ეს ანგარიში ეფუძნება ე.წმონაცემთა პუნქტებს. სოციალურ ასპექტთან დაკავშირებული მონაცემთა პუნქტების ანალიზის შედეგები შესაძლოა გახდეს HR პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის მიზეზი. 

ერთი მხრივ, ეს ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს შესაბამისობის პერსპექტივიდან. მეორე მხრივ, HR პოლიტიკის განახლება ასევე შეიძლება კარგი დამსაქმებლის რეპუტაციის თვალსაზრისითაც საინტერესო გახდეს და ხელი შეუწყოს ტალანტების შენარჩუნების სტრატეგიას. მაგალითად, მწვანე ელემენტების სამუშაო პირობებში ინტეგრირება შეიძლება  თანამშრომლების მოზიდვისა და შენარჩუნების კარგი საშუალება იყოს. 


სარგებელი დამსაქმებლებისთვის  

ორგანიზაციებთვის HR პოლიტიკის განახლება და მდგრადი სამუშაო პირობების დანერგვ საინტერესო უნდა იყოს მაგალითად (ახალ) ESG კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის თვალსაზრისით და არამარტო. CSRD ამის კარგი მაგალითია. გარდა ამისა, ასევე დიდი როლი აქვს ევროპულ კანონმდებლობა, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირდება ESG-ი სოციალურ კომპონენტზე, მაგალითად დირექტივა თანაბარი სამუშაოსთვის, თანაბარი შრომის ან თანაბარი ღირებულების მუშაობის პრინციპის გაძლიერების შესახებ ანაზღაურების გამჭვირვალობისა და აღსრულების მექანიზმების მეშვეობით (EU Directive 2023/ 970).  

თანამშრომლები სულ უფრო მეტად იაზრებენ მდგრადობის მნიშვნელოვნებას  და ცალსახად  გამოხატავენ კიდეც თავიანთ მოლოდინებს ამ თემასთან დაკავშირებით, როცა მუშაობას ახალ დამსაქმებელთან იწყებენ. ასე რომ, თანამშრომლების შენარჩუნებაში მდგრადობის საკითხს უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს.  

მნიშვნელოვანია ასევე კლიენტებისა და მომწოდებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც სულ უფრო ხშირად სვამენ კითხვას, რას აკეთებს კომპანია ESG-სთან მიმართებით. 


გვანცა დევრისაშვილი

გვანცა დევრისაშვილი

დირექტორი, გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურება | მდგრადი განვითარების პრაქტიკის ხელმძღვანელი
person$$BDO.LiveSite.ViewBio$$