ორგანიზაციული ბიზნეს გარემო მუდმივად იცვლება და ამ პროცესში უამრავ გამოწვევას აწყდება, მათ შორის არის - ტალანტების შენარჩუნება, მათი მოტივირება, ჩართულობა და სამუშაოს შესრულების ხარისხი. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი თანამშრომელთა პიროვნული და კარიერული ზრდის ნაკლებობაა, რაც ხელს უწყობს ტალანტების ხშირ გადინებას კომპანიიდან.
თანამშრომელთა მოტივაცია და კმაყოფილება ზრდის სამუშაოს შესრულების ხარისხს და ამცირებს ტალანტების გადინების პროცესს. ამ მიზნის მიღწევაში კი, ორგანიზაციებს მათი ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა ეხმარებათ. ტალანტების სწავლებისა და განვითარების პროცესში, ეფექტურობის მაღალი ხარისხისთვის, აქტიურად გამოიყენება სწავლების ელექტრონული მართვის პლატფორმა (LMS), რომელიც ზრდის სასწავლო პროცესში თანამშრომელთა ჩართულობასა და შესრულების ხარისხს.
აღნიშნულ ბლოგში გაგაცნობთ იმ ძირითად KPI-ებს, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია LMS პლატფორმის მეშვეობით.
დღევანდელ ციფრულ გარემოში, სწავლების პროცესთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის არსებობა უზრუნველყოფს თანამშრომელთა სწავლებისა და განვითარების სწორად დაგეგმვასა და განხორციელებას. LMS სისტემები თანამშრომლებს საშუალებას აძლევს კომფორტულად და ინდივიდუალურად მართონ სწავლება-განვითარების პროცესში ჩართულობა, ხოლო ორგანიზაციებს - მოკლე დროში მოიცვან თანამშრომელთა დიდი ნაწილი, იზრუნონ მათ პროფესიულ თუ პიროვნულ განვითარებაზე და მონაცემებზე დაყრდნობით გაანალიზონ პროცესები და კომპეტენციები.
სწავლების პროცესში ჩართულობა
თანამშრომელთა სასწავლო პროცესში ჩართვა, განსაკუთრებით დიდი კომპანიებისთვის, გარკვეულწილად გამოწვევას წარმოადგენს. სწავლების ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით მათი განვითარების პროცესი მარტივდება და ნაკლები დროითი თუ ფულადი დანახარჯებით შესაძლებელი ხდება ფართო სპექტრის მოცვა. აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით სარგებლიანია, თუ კომპანიაში დანერგილია ისეთი პროგრამები როგორებიცაა - ონბორდინგი, სტაჟიორთა სავალდებულო ტრენინგები, პროდუქტებისა თუ სერვისების შემსწავლელი კურსები, სასერტიფიკატო გამოცდები და პოზიციაზე მიბმული სასწავლო ბილიკები.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული LMS პლატფორმის დახმარებით, თანამშრომელთა სწავლების პროცესში ჩართულობის გაზომვა შესაძლებელია შემდეგი მაჩვენებლებით: პლატფორმაზე აქტიური მომხმარებლების რაოდენობა, სისტემაში შესვლის სიხშირე და კურსების მინიჭების კოეფიციენტი. აღნიშნული ინფორმაციით, ბიზნესის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროცესებისა და ტალანტების საჭიროებების შესაბამისად, დაგეგმონ როგორც ტრენინგ-პროგრამები, ასევე შექმნან ინტერაქციული კურსები, რათა უზრუნველყონ სასწავლო პროცესის ეფექტურობა და თანამშრომელთა ჩართულობა.
თანამშრომელთა პროგრესი
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი საზომი - თანამშრომელთა პროგრესია. მისი რეალური ზრდისთვის მნიშვნელოვანია KPI-ების თანხვედრა პროდუქტიულობის მიზნებთან და შესრულების მართვის ინდიკატორებთან.
ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმაში თანამშრომელთა პროგრესი პირდაპირპროპორციულია კომპეტენციების ზრდასთან, მისი გაუმჯობესებისთვის კი, მნიშვნელოვანია როგორც შესაბამისი პროფესიული სასწავლო ბილიკების დაგეგმვა, ასევე მენეჯერებისგან, მიღებულ შედეგებზე, მათთვის შეფასებისა და უკუკავშირის გაცემა.
თანამშრომელთა პროგრესი, LMS პლატფორმის დახმარებით, იზომება შემდეგი მაჩვენებლებით: კურსის დასრულების კოეფიციენტი, თანამშრომლის მიერ სწავლებაზე დახარჯული დრო და მიღებული შედეგები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებით, მარტივია როგორც წარმატებული გუნდების, ასევე მოტივირებული და ეფექტური კადრების აღმოჩენა - ეს კი თავისთავად, ამარტივებს ტალანტების წახალისებისა და დაწინაურების პროცესს.
ხარჯების დაზოგვის მაჩვენებელი
ტრენინგების შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია რესურსების შესაბამისად წინასწარ განისაზღვროს ხარჯები.
ROI, განხორციელებული ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი, ანუ ინვესტიციის ამონაგები არის კოეფიციენტი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული სწავლების მართვის სისტემის წარმატებას. გასათვალისწინებელია:
- ტრენინგის მიწოდების ხარჯი ერთ თანამშრომელზე
- ტრენინგის გავლენა შესრულებაზე
- სასწავლო პროცესის ხელმისაწვდომობა თანამშრომლებზე.
BDO Academy-ის გუნდი გთავაზობთ გლობალურ და თანამედროვე სასწავლო პლატფორმას (LMS), რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის აწყობას, ორგანიზებას, მიწოდებასა და ანგარიშგებას.
სერვისზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიტოვეთ საკონტაქტო. ჩვენ დაგეხმარებით თქვენი და თქვენი კომპანიის სწავლებისა და განვითარების გამოწვევების დაძლევაში.