Original content provided by BDO
არის თუ არა antifragility, გნებავთ უტეხი მიდგომა რისკის მიმართ წარმატების მიღწევის საფუძველი არასტაბილურობისა და მერყეობის პირობებში? იზიარებს თქვენი ორგანიზაცია ამგვარ მოსაზრებას?
რისკების გლობალური სურათი 2024 აჩვენებს, რომ გლობალური ბიზნეს ლიდერების ნახევარზე მეტს სჯერა, რომ მათ ორგანიზაციებს რისკის მიმართ სწორედ ე.წ. antifragile მიდგომა აქვს. თუმცა მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ ისინი "მიესალმებიან რისკს", ხოლო 19%-მა აღნიშნა, რომ რისკის პირობებში ისინი გაცილებით პროაქტიულები ხდებიან. არის თუ არა ბარიერი antifragile მისწრაფებასა და რეალობას შორის? ჩამოტვირთეთ წლევანდელი ანგარიში და გაიგეთ მეტი თემაზე.
Antifragile ორგანიზაციები არამხოლოდ მდგრადები არიან, არამედ ძლიერდებიან და ვითარდებიან სტრესისა და რისკის პირობებში. ისინი ეძებენ შესაძლებლობებს სირთულეებში და ცდილობენ რისკი გამოიყენონ კონკურენტული უპირატესობისთვის. მაშინ, როცა ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და პოლიტიკური ვითარება თითქმის განუწყვეტლივ იცვლება, სწორედ ამგვარი პროაქტიული აზროვნება შეიძლება იყოს მდგრადი, ხანგრძლივი წარმატების წინაპირობა.
ანგარიში ასევე აანალიზებს კომპანიების ხელმძღვანელების დამოკიდებულებას რიგი ცვალებადი რისკების მიმართ, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი (AI), გეოპოლიტიკური დაძაბულობა და მიწოდების ჯაჭვები. ასევე, მასალაში ხაზგასმულია თუ რაოდენ სწრაფად იცვლება პრიორიტეტები რისკებთან მიმართებით ასევე ცვალებადი ბიზნეს-ლანდშაფტის პირობებში.
-
მარეგულირებელი რისკის მაჩვენებელმა მე-14 ადგილიდან პირველზე გადაინაცვლა და წინა წლის 7%-თან შედარებით ახლა რესპოდენტების 37%-ის უპირველესი საფიქრალია
-
რესპოდენტების 26%-ის პასუხების მიხედვით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა სამი პოზიიცით დაწინაურდა და მესამე ადგილი დაიკავა
-
კიბერრისკი, რესპოდენტების 24%-ის პასუხების ჯამით, მეხუთე პოზიციაზე ჩამოქვეითდა
-
ეკოლოგიური რისკი მე-9 ადგილზე დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს ლიდერებმა გამოკითხვაში უპასუხეს, რომ 2023 წელს ყველაზე ნაკლებად ამ რისკისთვის აღმოჩნდნენ მზად.
რჩევები, ანალიზი და მონაცემები
ანგარიში აერთიანებს ანალიტიკურ მასალებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს გამოწვევებისა და რისკების სამართავად antifragile სისტემის მეშვეობით. შეგიძლიათ ისარგებლოთ ანალიტიკური მასალებითა და მონაცემებით და გამოიყენოთ ისინი რისკების მართვის პროცესისთვის.
ანგარიშის შესახებ
რისკების გლობალური სურათი ეფუძნება 500 C-suite აღმასრულების გამოკითხვას ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, ასევე აზია-წყნარი ოკეანისა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. კვლევა აფასებს რესპოდენტების მიდგომებს რისკების მართვისადმი და მათ რეაგირებას იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც მათ ბიზნესს ეხება. ეს არის ანგარიშის მე-9 გამოცემა.