კვლევის ანგარიში - ორგანიზაციული სწავლება და სამუშაოს შესრულების მართვა

BDO Academy-ის გუნდის მიერ 2023 წელს ჩატარდა კვლევა - ორგანიზაციული სწავლება და სამუშაოს შესრულება, რომელშიც ჩართული იყო საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა ინდუსტრიისა და პოზიციის წარმომადგენელი - 500-მდე დასაქმებული ადამიანი.

კვლევის მიზანია დასაქმების ბაზარზე სწავლებისა და სამუშაოს შესრულების მართვის პრაქტიკის ამჟამინდელი მდგომარეობის გაგება, ბაზარზე არსებული პრობლემებისა და მათი რეალური მიზეზების დადგენა, რათა მიღებული შედეგების გაანალიზებით, ხელი შეეწყოს დასაქმებულთა საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ორგანიზაციული ეფექტურობის ზრდას.

ამასთან ერთად, ორგანიზაციული სწავლებისა და შესრულების მართვის კვლევის მიზანია სწავლება-განვითარების მდგომარეობისა და თანამშრომელთა კმაყოფილების დონის შეფასება როგორც დასაქმებულთა, ასევე დამსაქმებელი ორგანიზაციების პერსპექტივით.   

კვლევაში გამოყენებულია შერეული მეთოდის მიდგომა, რომელიც აერთიანებს მონაცემთა რაოდენობრივ ანალიზს ინტერვიუებისა და გამოკითხვების შედეგად შეგროვებულ თვისებრივ შეხედულებებთან.

დღეს კომპანიები სამუშაოს შესრულების, თანამშრომელთა განვითარებისა და ტალანტების შენარჩუნების გამოწვევების წინაშე დგანან. ამიტომაც, სწავლებისა და შესრულების მართვის კვლევის ანგარიში, სწორედ ამ ძირითადი პრობლემების ჭრილშია მომზადებული.