მარიამ ჩაჩხიანი
კომპანია „ნუტრიმაქსი“, რომელიც ფერმერებს უზრუნველყოფს ცხოველებისა და ფრინველების უმაღლესი ხარისხის საკვებით, მისი დანამატებითა და კვების თანამედროვე მეთოდებით, საქართველოში 150-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
„ნუტრიმაქსმა“, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებასთან პარტნიორობით, კომპანიაში თანამშრომელთა ელექტრონული სწავლებისა და განვითარების პლატფორმა დანერგა, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ხელი შეუწყოს ორგანიზაციისა და თანამშრომლების მიზნების თანხვედრას, პროცესების ავტომატიზაციასა და გუნდების განვითარებას.
თანამშრომელთა სასწავლო პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია:
ორგანიზაციაში თანამშრომელთა განვითარებაზე დაკვირვება, მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და სასურველ ჭრილში დანახვა, ხშირად არის საკმაოდ შრომატევადი და რთული ამოცანა.
კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებამ კომპანია „ნუტრიმაქსს“ გადაწყვეტის სახით გლობალური ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმა (LMS სისტემა) შესთავაზა, რომელიც აკმაყოფილებს სასწავლო საჭიროებებს ნაკლები დანახარჯისა და დროითი რესურსის გამოყენებით, გეოგრაფიული განლაგების მიუხედავად.
BDO Academy-ის გუნდმა პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის HR გუნდთან ერთად დეტალურად შეისწავლა კომპანიის საჭიროებები, სასწავლო პროცესები და შესაბამისად უზრუნველყო ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვა და პროცესებზე მორგება.
„კომპანია „ნუტრიმაქსში“, BDO-ს მხარდაჭერით დავნერგეთ ელექტრონული სწავლების მართვის სისტემა (LMS). ჩვენ ვმუშაობთ, რომ ორგანიზაციული სწავლების პროცესები გავხადოთ უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური მეთოდებით გაჯერებული.
LMS-ის ციფრული გარემო აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ელემენტებით, რაც უზრუნველყოფს, რომ პლატფორმის ნებისმიერ მოკავშირეს ჰქონდეს წარმატებული გამოცდილება (UX).
LMS სასწავლო გარემო შესაძლებლობას გვაძლევს, ერთ სივრცეში დავაორგანიზოთ სხვადასხვა მიმართულების სასწავლო კურსი და ავტომატიზირებულად ვაწარმოოთ შედეგების ანალიტიკა მოკლე დროში.“,- სოფო კავზინაძე, „ნუტრიმაქსის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი.
LMS პლატფორმის მეშვეობით ორგანიზაციას შეუძლია:
პლატფორმის დანერგვა 2024 წლის იანვარში დასრულდა. შესაბამისად, „ნუტრიმაქსის“ სასწავლო პროცესი არის გაციფრულებული და თანამედროვე სისტემაში ავტომატიზებული.
აღნიშნული პროგრამული მხარდაჭერის გარდა, პარალელურად მუშავდება თანამედროვე ელექტრონული კურსები და მასალები თანამშრომელთა საუკეთესო სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად.
გაიგე მეტი სერვისის შესახებ
მარიამ ჩაჩხიანი