რობოტი მაქსი - ვირტუალური თანამშრომელი BDO-ს გუნდსა და თქვენს სამსახურში

რობოტი მაქსი - ვირტუალური თანამშრომელი BDO-ს გუნდსა და თქვენს სამსახურში

ახალი სიტყვა ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების ბაზარზე

აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO სფეროში მუშაობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) ტექნოლოგიის მეშვეობით. ციფრული ტრანსფორმაცია ჩვენს კომპანიაში მრავალი წელია უწყვეტად მიმდინარეობს. სწორედ ამ პროცესის ნაწილია ვირტუალური რობოტების გამოჩენა ჩვენს გუნდში, რომლებიც განმეორებით, წესებსა და ლოგიკაზე დაფუძნებულ ამოცანებს ასრულებენ. BDO-ს ბუღალტრული აღრიცხვის რობოტი მაქსი პირველია საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ბაზარზე, რომელმაც შეძლო საბუღალტრო პროცესების ავტომატიზაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სფეროში ანალიტიკა და ურთიერთობები სამუშაოს უდიდეს ნაწილს მოიცავს, არის რუტინული ამოცანებიც, სადაც კონსულტანტების რესურსის დაზოგვა და სხვა საკითხებზე მიმართვა მნიშვნელოვნად ზრდის ბიზნესის ეფექტურობას. სწორედ ასეთი ამოცანების შესრულება მივანდეთ ჩვენს ვირტუალურ თანამშრომელს, მაქსს. შედეგად, BDO-ს პროფესიონალებს გამოუთავისუფლდათ მეტი დრო ისეთი ამოცანებისთვის, რომელსაც ანალიზი, ინტერპრეტაცია ან არასტანდარტული მიდგომა სჭირდება. სწორედ ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაო გვაძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და დროით რესურსს, ვიქცეთ მომავლის სტრატეგიულ მრჩევლებად. მეორე მხრივ კი მაქსი 100%-იანი სიზუსტით ასრულებს დავალებებს, რაც ადამიანური შეცდომების დაშვების მინიმალურ ალბათობასაც კი ნულამდე ამცირებს.

BDO-ს თანამშრომლები მუდმივად მზად არიან ტექნოლოგიური სიახლეებისთვის, შესაბამისად ციფრული ხელსაწყოების ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა ჩვენთვის ძალიან ორგანულად მოხდა. ციფრულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლებლობა მოგვცა მეტი აქცენტი გავაკეთოთ ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე, მაღალი კლასის სერვისზე, მომხმარებელთან გამორჩეულ ურთიერთობაზე და ისეთ ამოცანებზე, რომელთაც ანალიტიკა და ეფექტური გადაწყვეტების მოძიება სჭირდება.

BDO Digital-ის გუნდი გარე პროექტებთან ერთად, აგრძელებს შიდა პროექტებზე მუშაობას და BDO-ს საკონსულტაციო სერვისების ავტომატიზაციის პროცესს. ციფრული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაცია საქმიანობაში უმთავრესად ემსახურება ჩვენი ბრენდის დაპირებას - ვიყოთ გამორჩეული მომსახურების ლიდერი ბაზარზე და ჩვენს კლიენტებს შევუქმნათ უნიკალური სამომხმარებლო გამოცდილება.