
მარიამ ჩაჩხიანი
„ნიკორას“ ხორცპროდუქტების წარმოება ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 26 წელია, რაც საქართველოში 500-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
კომპანიამ, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებასთან პარტნიორობით, უკვე 3 წელია თანამშრომელთა ელექტრონული სწავლებისა და განვითარების პლატფორმა დანერგა, რაც საშუალებას აძლევს მათ ერთი პლატფორმის ფარგლებში იზრუნონ როგორც თანამშრომელთა მუდმივ განვითარებაზე, ასევე გაამარტივონ დაკავშირებული ორგანიზაციული სასწავლო პროცესები.
თანამშრომელთა სასწავლო პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია:
ორგანიზაციაში თანამშრომელთა განვითარებაზე დაკვირვება, მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და სასურველ ჭრილში დანახვა, ხშირად არის საკმაოდ შრომატევადი და რთული ამოცანა.
კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებამ „ნიკორას“ ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიას გადაწყვეტის სახით გლობალური ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმა (LMS სისტემა) შესთავაზა, რომელიც აკმაყოფილებს სასწავლო საჭიროებებს ნაკლები დანახარჯისა და დროითი რესურსის გამოყენებით, გეოგრაფიული განლაგების მიუხედავად.
BDO Academy-ის გუნდმა პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის HR და ბიზნეს პროცესების ანალიტიკისა და განვითარების გუნდებთან ერთად დეტალურად შეისწავლა კომპანიის საჭიროებები, სასწავლო პროცესები და შესაბამისად უზრუნველყო ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვა და პროცესებზე მორგება.
პროექტის ფარგლებში მოხდა ახალი თანამშრომლის საწარმოში ადაპტაციისთვის სწავლების მოდულის აწყობა, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპონენტებს, როგორიც არის: შრომის უსაფრთხოება, ჰიგიენის ზოგადი წესები, საწარმო პროცესის ტექნოლოგია და სხვა. ამასთან ერთად, გაზიარდა შიდა ორგანიზაციული დოკუმენტები, პოლიტიკები, ინსტრუქციები და ტექნოლოგიების შესახებ სახელმძღვანელოები. საბოლოო ჯამში, დღეს თანამშრომლებს საშუალება აქვთ ყველა სასწავლო მასალასა თუ დოკუმენტზე ჰქონდეთ წვდომა სმარტფონების გამოყენებით.
გამომდინარე კვების მწარმოებელი ინდუსტრიიდან, ელექტრონული სასწავლო პლატფორმა თანამშრომლებს აძლევს საშუალებას მუდმივად ჰქონდეთ წვდომა სამუშაო პროცესების ინსტრუქციებსა და სახელმძღვანელოებზე, რათა მოხდეს სურსათის წარმოებისას წესების ზედმიწევნით დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა.
„ხორცპროდუქტების წარმოება სპეციფიკური საქმიანობაა და მუდმივად საჭიროებს სწავლებას როგორც წარმოების პროცესის, ასევე დანადგარების გამოყენების, მაცივარ-აგრეგატების რეჟიმების დაცვის, მრავალი სხვა სამუშაო კომპონენტის დაცვისა და უზრუნველყოფის შესახებ. შესაბამისად, ელექტრონული სასწავლო პორტალი თანამშრომლების როგორც მობილურიდან, ასევე კომპიუტერიდან თუ სხვა სივრცეებიდან აძლევს საშუალებას შეისწავლონ და მიიღონ ინფორმაცია ყველა მათთვის საინტერესო პროცესის შესახებ. ამასთან ერთად, პლატფორმის მეშვეობით გვაქვს საშუალება მივაწოდოთ შეტყობინებები განახლებულ ინსტრუქტაჟზე და გავცეთ ელექტრონული სერტიფიკატები როგორც სხვდასხვა სასწავლო მოდულზე, ასევე გარეშე სწავლებებზე, როგორიც არის - ექსელი ინგლისური ენა და ა.შ.
თანამშრომელთა ცოდნის დონე პირდაპირ კავშირშია წარმოების ხარისხთან, ნიკორას გამოშვებულ პროდუქციის კმაყოფილებასთან და გაზრდილ გაყიდვებთან,“ - ხატია სირბილაძე, „ნიკორა ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ელექტრონული სწავლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ თანამშრომელთა უნარები.
გაიგე მეტი სერვისის შესახებ
მარიამ ჩაჩხიანი