მარიამ ჩაჩხიანი
„სელფი მობაილი“ ქართული ტელეკომ კომპანიაა, რომელიც საქართველოში 400-მდე თანამშრომელს ასაქმებს.
სელფი მობაილმა“, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებასთან პარტნიორობით, კომპანიაში თანამშრომელთა ელექტრონული სწავლებისა და განვითარების პლატფორმა დანერგა, რომელიც ორგანიზაციას საშუალებას აძლევს - შექმნას თანამშრომელთა სწავლების პროცესზე მორგებული სასწავლო პლატფორმა, დააორგანიზოს და მიაწოდოს სასწავლო პროცესები.
თანამშრომელთა სასწავლო პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია:
ელექტრონული სწავლების პროგრამული უზრუნველყოფა აადვილებს თანამშრომელთათვის სასწავლო პროგრამის შემუშავებას, მიწოდებას, მართვასა და მონიტორინგს.
კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებამ „სელფი მობაილს“ დაუნერგა გლობალური ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმას (LMS სისტემა) და აქტიურად ეხმარება ელექტრონული კურსების შექმნაში, რათა თანამშრომლებს მიაწოდონ ეფექტური ონლაინ ტრენინგები. აღნიშნული LMS პლატფორმა აღჭურვილია ყველა იმ ფუნქციით, რომელიც საჭიროა თანამშრომელთა სწავლებისთვისა და განვითარების პროცესისთვის.
BDO Academy-ის გუნდმა პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის HR და L&D გუნდებთან ერთად დეტალურად შეისწავლა კომპანიის საჭიროებები, სასწავლო პროცესები და შესაბამისად უზრუნველყო ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვა და პროცესებზე მორგება.
„სელფი მობაილსა და კომპანია BDO-ს შორის პარტნიორობა 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა თანამშრომლებისთვის უწყვეტი სწავლების მიწოდებაა, რაშიც ელექტრონული სისტემები გარდამტეხ როლს ასრულებენ. პლატფორმა, რომელიც ჩვენს კომპანიაში BDO-სთან თანამშრომლობით დავნერგეთ, შესაძლებლობას გვაძლევს გვქონდეს 24/7-ზე წვდომა სასურველ კონტენტთან როგორც პერსონალური კომპიუტერებით, ისე მობილური აპლიკაციის დახმარებით, რაც თავისთავად, მოქნილსა და თანამშრომლის გრაფიკზე ინდივიდუალურად მორგებულს ხდის სწავლების პროცესს. თავის მხრივ, პლატფორმა მარტივი და მოქნილი ტექნიკური მახასიათებლებით გვეხმარება უმოკლეს ვადებში შევქმნათ ახალი კონტენტი, ან მოდელირება მოვახდინოთ არსებულს და ასე მივიტანოთ თანამშრომლებამდე.
ჯერ კიდევ ხანმოკლე გამოცდილების მიუხედავად, BDO-ს გუნდთან თანამშრომლობა ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ჩვენთვის. კლიენტზე და დეტალებზე ორიენტაცია, გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე, მაღალი ჩართულობა არის ის ღირებულებები, რომლებიც „სელფი მობაილის“ კორპორატიული კულტურის ნაწილია და მათი დემონსტრირება BDO-ს გუნდმა საუკეთესო ფორმით შეძლო“,- ლელა სალაყაია, HR და ადმინისტრაციის დირექტორი.
თანამშრომელთა სწავლება და განვითარება არის ორგანიზებული და ეფექტური გზა კომპანიის ტალანტების საჭირო უნარებით აღჭურვისა და განვითარებისთვის, რომელიც შესაბამისად აისახება ბიზნესის წარმატებაში.
BDO-ს მიერ მოწოდებული ელექტრონული სწავლების მართვის პლატფორმა გთავაზობთ:
გაიგე მეტი სერვისის შესახებ
მარიამ ჩაჩხიანი