
ანზორ მეხრიშვილი
SOCAR Turkey აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის შვილობილი და ამავდროულად თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. უზარმაზარი ოპერაციული ჯაჭვით, ის ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური საჭიროებების 25 პროცენტს აკმაყოფილებს. SOCAR Turkey-ს ოპერაციები 19.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მისი გუნდი კი 5000 თანამშრომლისგან შედგება. Კომპანიაში სწრაფი ზრდის პარალელურად, საჭირო გახდა კომპლექსური ოპერაციების ეფექტურობის გაზრდა და ავტომატიზაცია, რაც Robotic Process Automation (RPA)-ის დანერგვით განხორციელდა. პროექტი მიზანად ისახავდა განმეორებადი და დროში გაწელილი პროცესების ავტომატიზაციას, რაც ადამიანურ რესურსს და ხარჯებს მნიშვნელოვნად დაზოგავდა.
RPA პირველად SOCAR Turkey-ის საბაჟო დეპარტამენტში დაინერგა, სადაც ექსპორტთან დაკავშირებული სამი ძირითადი პროცესი - დავალებების შექმნა, XML ფაილების კონტროლი და მონაცემების SAP სისტემაში რეგისტრაცია მექანიკურად სრულდებოდა, სამუშაოს მოცულობის გამო პორტებში გემების მოძრაობა და ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად ფერხდებოდა, ხელს უშლიდა ბიზნესის უწყვეტად მუშაობაში და ზრდიდა ხარჯებს. ავტომატიზაციის შედეგად, ამ ამოცანებს RPA-ს რობოტები ბევრად უფრო სწრაფად და უშეცდომოდ ასრულებენ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გემების ლოდინის დროს და ხელს უწყობს საიმპორტო პროცესების მაქსიმალურ ეფექტურობას. Საგულისხმოა, რომ ამით სისტემა წელიწადში 500 საათის სამუშაოს ზოგავს.
SOCAR Turkey-ს ფინანსური დეპარტამენტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული განყოფილებაა, სადაც ყოველდღიურად 600 ინვოისი მუშავდება. RPA-ს დანერგვამდე, თანამშრომლები თითოეულ ინვოისთან ხელით მუშაობდნენ, რაც დიდ დროს მოითხოვდა და ბევრი ტექნიკური შეცდომით ხასიათდებოდა. ავტომატიზაციის შემდეგ, ინვოისების 90% RPA-ს მეშვეობით დამუშავდა, შედეგად, წელიწადში 1,600 საათი დაიზოგა. ასევე მოხდა ოპერაციული შეცდომების და რისკების მინიმიზაცია, რადგან თანამშრომლებს მანუალურად აღარ უწევდათ რუტინული სამუშაოს შესრულება. ავტომატიზაციის შედეგად, მათ საშუალება მიეცათ კონცენტრირებულიყვნენ უფრო სტრატეგიულ და ანალიტიკურ ამოცანებზე.
კომპანიის ციფრული ტრანსფორმაციის გუნდი აქტიურად მუშაობს თანამშრომლებთან, რადგან უკეთ გაიცნოს ავტომატიზაციის ბენეფიტები. სემინარების, ვორქშოფების და ინტერაქციული შეხვედრების საშუალებით, თანამშრომლებმა იციან, როგორ შეუძლია RPA-ს მათთვის სამუშაოს გამარტივება. ამასთან, SOCAR Turkey-მ ავტომატიზაცია ორგანიზაციული კულტურის ნაწილად აქცია და პროგრამულ რობოტებს სახელები დაარქვა, მაგალითად, S.E.D.A. (SOCAR Energy Digital Assistant), რამაც განაპირობა თანამშრომლების მეგობრული დამოკიდებულება ინოვაციის მიმართ. აღსანიშნავია რომ პერსონალი მუდმივად ამარაგებს ციფრული ტრანსფორმაციის გუნდს პროცესების ავტომატიზაციის იდეებით.
SOCAR Turkey აგრძელებს RPA-ს მასშტაბირებას სხვადასხვა დეპარტამენტში, რადგან ავტომატიზაცია უკვე სტრატეგიული პრიორიტეტია კომპანიისთვის. დანერგილი პროექტების წარმატებამ აჩვენა, რომ RPA არა მხოლოდ ხარჯების დაზოგვას უწყობს ხელს, არამედ არის კომპანიის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გარანტია.
საბოლოოდ, RPA-მ ციფრული ტრანსფორმაციის რელსებზე დააყენა SOCAR Turkey, მოაწესრიგა მისი ოპერაციული ეკოსისტემა, ბიზნესს მისცა საშუალება იყოს გაცილებით მოქნილი, სწრაფი და ეკონომიკურად ეფექტური.
ანზორ მეხრიშვილი