თანამშრომელთა მოტივაცია ელექტრონული სწავლებისას: LMS პლატფორმა

თანამედროვე ბიზნესში ორგანიზაციების წარმატება დიდწილად დამოკიდებულია თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, მოტივაციასა და მუდმივ განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციები აქტიურად დებენ ინვესტიციას თანამშრომელთა ტრენინგებსა და განვითარებაში. თუმცა, მთავარი გამოწვევა კვლავ რჩება: როგორ უზრუნველვყოთ თანამშრომელთა რეალური ჩართულობა სასწავლო პროცესში, განსაკუთრებით ელექტრონულ ფორმატში?            

პრობლემის სათავე ხშირად სასწავლო მასალების ფორმატში, შინაარსსა და რაც მთავარია, თანამშრომელთა მიღწევების სათანადო აღიარების არარსებობაშია.


რატომ უჭირთ თანამშრომლებს ელექტრონულ სწავლებაში ჩართვა?

ელექტრონული სწავლება ხშირად აღიქმება ერთფეროვნად, რადგან მასალების უმეტესობა მხოლოდ სტატიკურ ვიდეოებსა და ტექსტურ კონტენტს მოიცავს. ასეთ შემთხვევაში, თანამშრომლები ვერ ხედავენ სწავლების უშუალო სარგებელს, რაც ინტერესის ნაკლებობას იწვევს. მაგალითად:

  • გრძელი ვიდეო ლექციები ინტერაქტივის გარეშე, სადაც მხოლოდ მოსმენის შესაძლებლობაა
  • მონოტონური ტექსტური მასალა, რომელიც პრაქტიკულ გამოყენებას მოკლებულია.

მაგრამ, თუ სასწავლო პროცესში შედის ინტერაქტიული ელემენტები, როგორიცაა ქვიზები და სავარჯიშოები ამოცანები, სწავლა გაცილებით ეფექტური და მიმზიდველი ხდება. თანამშრომელი არა მხოლოდ იღებს ინფორმაციას, არამედ უშუალოდ ამუშავებს და პრაქტიკაში იყენებს მას.


BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის (LMS) პლატფორმა: სწავლების ახალი შესაძლებლობები

BDO Academy-ის მიერ შემოთავაზებული LMS პლატფორმა გვთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის თანამედროვე გზებს. ჩვენ ვქმნით სასწავლო გარემოს, რომელიც არის ინტერაქციული, პერსონალიზებული და მოქნილი.

ჩვენი LMS პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, შექმნათ დინამიური კურსები, რომლებიც სცდება სტანდარტულ ფორმატს. ვიდეო ლექციებისა და პრეზენტაციების გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვიზები და ტესტები ცოდნის პერიოდული შემოწმებისა და გამეორებისთვის. პრაქტიკული დავალებები და რეალურ სამუშაო სიტუაციებზე მორგებული სავარჯიშოები, რაც უზრუნველყოფს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ შექმნათ გამოკითხვები, დავალებები და ჩაუნიშნოთ თანამშრომლებს ტრენინგი ინსტრუქტორის გაძღოლით.

LMS-ის ფუნქციონალი საშუალებას იძლევა, შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო გეგმები. თითოეული თანამშრომლისთვის შესაძლებელია კურსებისა და სასწავლო ბილიკების მორგება, მისი არსებული ცოდნის დონის, პროფესიული ინტერესებისა და კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ტრენინგის რელევანტურობას და შესაბამისად, ზრდის თანამშრომლის მოტივაციას.

დიდი მოცულობის მასალის ნაცვლად, LMS პლატფორმაზე სასწავლო პროცესი შეიძლება დაიყოს მოკლე, ფოკუსირებულ მოდულებად (მიკროსწავლება). ეს აადვილებს ინფორმაციის აღქმას, განსაკუთრებით დატვირთული გრაფიკის პირობებში. თანამშრომლებს შეუძლიათ ისწავლონ ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს, მობილური აპლიკაციის გამოყენებით. პლატფორმა, ასევე უზრუნველყოფს ავტომატურ შეხსენებებსა და პროგრესის ონლაინ კონტროლს.

მოტივაციის ასამაღლებლად, LMS პლატფორმაში ინტეგრირებულია გეიმიფიკაციის ელემენტები: ქულები, ბეიჯები და ლიდერბორდები, რათა პროცესი უფრო სახალისო და კონკურენტული იყოს მომხმარებლებისთვის. პლატფორმაზე, ასევე ხელმისაწვდომია დისკუსიის ფორუმები და პირადი შეტყობინებები, რაც ხელს უწყობს თანამშრომლებს შორის ცოდნის გაზიარებასა და კოლეგიალური გარემოს შექმნას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თანამშრომელი ავტომატურად იღებს სერტიფიკატს, რომლის გაზიარებაც შესაძლებელია LinkedIn პროფილზე.


აღიარება - მოტივაციის ფუნდამენტი

BDO Academy-ში გვჯერა, რომ თანამშრომელთა მიღწევების აღიარება და დაფასება უმნიშვნელოვანესია. აღიარება აძლიერებს ადამიანის თავდაჯერებულობას, თვითშეფასებას და უბიძგებს მეტი წარმატებისკენ. ეს არ არის მხოლოდ სასიამოვნო ჟესტი - ეს არის ფუნდამენტური მოთხოვნილება.

აღნიშნული LMS პლატფორმა გვთავაზობს თანამშრომელთა სწავლება-განვითარებაში აღიარების ისეთი ინსტრუმენტების პრაქტიკაში დანერგვის შესაძლებლობას, როგორებიცაა: ავტომატური სერტიფიცირება, გეიმიფიკაციის ელემენტები, პერსონალური შეტყობინებები.

BDO Academy-ის მიერ შემოთავაზებული პლატფორმა არის პირველი ქართულენოვანი LMS გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, თანამშრომელთა სწავლება-განვითარების საუკეთესო პრაქტიკებს და თანამშრომელთა განვითარების მხარდაჭერის უახლეს ინსტრუმენტებს. მისი მეშვეობით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც თანამშრომლები სიამოვნებით აიმაღლებენ კვალიფიკაციას, იგრძნობენ თავიანთი შრომის დაფასებას და მიაღწევენ პროფესიულ წარმატებას.

სწავლება არ უნდა იყოს უბრალოდ ვალდებულება - ის უნდა იყოს მოტივაცია, განვითარება და აღიარება.


მარიამ ჩაჩხიანი

მარიამ ჩაჩხიანი

LMS პროდუქტის ხელმძღვანელი, BDO აკადემია
View bio