
მარიამ ჩაჩხიანი
„ისი-პარი“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელია, რომელიც საქართველოში 200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
კომპანიამ, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებასთან პარტნიორობით, დანერგა LMS პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც გამარტივდა და დაიხვეწა ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების პროცესები.
თანამშრომელთა სასწავლო პროცესების გაციფრულება და ავტომატიზაცია:
ელექტრონული სწავლება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაზარდონ თანამშრომელთა პროდუქტიულობა და გააუმჯობესონ მათი უნარები.
კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, BDO Academy-ის ელექტრონული სწავლების მართვის მიმართულებამ „ისი-პარის“ HR და L&D გუნდებთან ერთად დეტალურად შეისწავლა კომპანიის საჭიროებები, სასწავლო პროცესები, მასალები და შესაბამისად უზრუნველყო ელექტრონული სასწავლო პლატფორმის დანერგვა და პროცესებზე მორგება.
„ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავდა და ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე, ამისათვის ტარდება ძალიან ბევრი ტრენინგი სხვადასხვა (მათ შორის, შრომის უსაფრთხოების) მიმართულებით, ტესტირებები და ატესტაციები. ამ ყველაფრის ერთდროულად განხორციელებას და ყველა თანამშრომლამდე მიტანას სჭირდებოდა დიდი დრო, ენერგია და ძალისხმევა.
სწავლების ელექტრონული პლატფორმის დანერგვამ საშუალება მოგვცა, რომ სწავლება, სასწავლო მასალები და ასევე, კომპანიის შინაგანაწესი ერთ სივრცეში გაგვეერთიანებინა და მარტივად ხელმისაწვდომი გაგვეხადა თითოეული თანამშრომლისთვის.
შედეგად, გამარტივდა სასწავლო პროცესი, გაიზარდა თანამშრომელთა ჩართულობა ამ პროცესებში და შესაძლებელია თითოეული თანამშრომლის სწავლების პროცესის მონიტორინგი. გარდა ამისა, შეგვიძლია, პროგრამის ანალიტიკური ფუნქციებიდან გამოდინარე, არსებული მონაცემების საფუძველზე, სხვადასხვა ტიპის (სხვადასხვა ჭრილში) ანგარიშების (რეპორტების) მიღება. ამ პროგრამის გამოყენებით, ბევრად უფრო კომფორტული გახდა თანამშრომელთა სწავლება-განვითარების პროცესი.“,- თეა შარაბიძე, „ისი-პარის“ სწავლებისა და განვითარების მენეჯერი.
პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელისთვის „ისი-პარი“ სწავლების ელექტრონული მართვის პლატფორმის დანერგვით:
LMS პლატფორმების გამოყენებით თანამშრომელთა განვითარების პროცესი მარტივდება და ნაკლები დროითი თუ ფულადი დანახარჯებით შესაძლებელი ხდება ფართო სპექტრის მოცვა. სწავლების ელექტრონული პლატფორმა განსაკუთრებით სარგებლიანია, ისეთი კომპანიებისთვის, სადაც დანერგილია პროგრამები როგორებიცაა - ონბორდინგი, სტაჟიორთა სავალდებულო ტრენინგები, პროდუქტებისა თუ სერვისების შემსწავლელი კურსები, სასერტიფიკატო გამოცდები და პოზიციაზე მიბმული სასწავლო ბილიკები.
გაიგე მეტი სერვისის შესახებ
მარიამ ჩაჩხიანი