საბუღალტრო აღრიცხვამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა ისტორიის მანძილზე, დაწყებული ანტიკური ხანიდან, როდესაც თიხის ფილებზე ხდებოდა ჩაწერების გაკეთება, გაგრძელებული შუა საუკუნეებში უფრო სისტემური მიდგომის - ორმაგი ჩაწერის პრინციპის შემოღებით. ინდუსტრიული რევოლუციის მოახლოებასთან ერთად, ბუღალტრული აღრიცხვის პრაქტიკა განაგრძობდა განვითარებას, რაც გამოვლინდა ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების დამკვიდრებასა და დარგის პროფესიონალურ ფორმალიზებაში. მე-20 საუკუნის ბოლოს, კომპიუტერების დანერგვამ გზა გაუხსნა ფინანსური ინფორმაციის სისტემატიზაციას სპეციალური პროგრამების და სოფტების გამოყენებით. შესაბამისად, ფინანსურ ანგარიშგებაში გაიზარდა სიზუსტე და ეფექტურობა.
დღეს ჩვენ ახალ ეპოქაში ვართ, რომელიც გამოირჩევა რობოტული პროცესების ავტომატიზაციის (RPA) და ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციით საბუღალტრო პროცესებში. ეს ტექნოლოგიები ავტომატიზაციას უკეთებს განმეორებით ამოცანებს, აუმჯობესებს მონაცემთა ანალიზს და საშუალებას იძლევა რეალურ დროში მივიღოთ წვდომა ფინანსურ შედეგებზე. რითაც, ბუღალტერთა როლი ნელ-ნელა გარდაიქმნება ტრადიციული აღმრიცხველიდან ბიზნეს მრჩეველად.
ვიდრე ხელოვნური ინტელექტი ბოლომდე შემოიჭრება ჩვენს რეალობაში, დღეს პროცესების რობოტიზაცია RPA უკვე სრულად დამკვიდრებულია და მის გარეშე წარმოუდგენელია ზოგიერთი პროცესი. RPA ეს არის პროგრამული რობოტ(ებ)ი, რომლებსაც მრავალჯერადი, წესებსა და ლოგიკაზე დაფუძნებული პროცესის დასწავლა და გამეორება შეუძლია. სხვადასხვა კვლევების მიხედვით, მათი გამოყენებით ბიზნეს პროცესების დაახლოებით 30-40% შესაძლოა დაექვემდებაროს ავტომატიზაციას.
BDO-ს ბიზნეს სერვისების და აუთსორსინგის დეპარტამენტში, რომელიც ასობით კომპანიას უწევს ბუღალტრული აღრიცხვის მომსახურებას აუთსორსზე, RPA-ს დანერგვა 2022 წლის ბოლოს დაიწყო. გუნდის ჩართულობით შეირჩა რამდენიმე პროცესი და გაიწერა წესები სხვადასხვა პროგრამებთან ინტეგრაციისთვის. ამან გამოიწვია გარკვეული პროცესების სტანდარტიზაცია, რამაც ასევე დამატებითი ბენეფიტი შექმნა და ერთიანი მიდგომები ჩამოაყალიბა განყოფილებაში. საწყის ეტაპზე საბანკო ტრანზაქციების გატარება მივანდეთ რობოტს. წარმატებული გამოცდილების მიღების შემდეგ მიზნად დავისახეთ რობოტი პროფესიულად გამოგვეწრთო და მეტი დავალება მიგვეცა. პროცესში სხვა თანამშრომლებივით მივიღეთ გუნდში და სახელიც შევურჩიეთ -მაქსი დავარქვით, როგორც სწრაფი, უშეცდომო და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებული თანამშრომელი.
დღეისათვის მაქსი ტრანზაქციების პროგრამაში ასახვას და 24/7-ზე, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ჯამში საბუღალტრო ბაზის დაახლოებით 30% საშუალოდ მაქსის მიერ მზადდება და გამოთავისუფლებული დრო BDO-ს კონსულტანტებს საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ ხარისხზე და კლიენტებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.
BDO-ში ბუღალტერია გარდავქმენით რუტინული სამუშაოდან ანალიტიკურ და საკონსულტაციო პროფესიად, რომელიც გულისხმობს ტექნოლოგიური უნარების მუდმივად განვითარებას და ინოვაციებთან ადაპტაციას. ჩვენი სტრატეგიული მიზანია მეტად ვფოკუსირდეთ ანალიტიკურ სამუშაოზე, შევამციროთ რისკები და კლიენტს დავეხმაროთ თავიანთი ბიზნესის ზრდაში.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბუღალტერიის დინამიური განვითარება შესაძლებლობების წყაროა თანამედროვე ბიზნესებისთვის და პროფესიონალებისთვის. ტექნოლოგიების ინტეგრაცია საბუღალტრო პროცესებში საგრძნობლად ცვლის არა მხოლოდ სამუშაოს შესრულების მეთოდებს, არამედ პროფესიონალების როლს. შედეგად, საბუღალტრო სექტორში ახალ სტანდარტებს ვამკვიდრებთ, რაც საბოლოო ჯამში ქართული ბიზნეს ეკოსისტემის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.