სწავლებისა და შესრულების მართვის ეფექტური სისტემის აწყობისას ხშირად გამოიყენება ტრენინგებისა და შესრულების საჭიროებების ანალიზი არსებული გამოწვევების დასადგენად.
ტრენინგის საჭიროების ანალიზი (TNA)
ტრენინგის საჭიროების ანალიზი გულისხმობს ორგანიზაციაში გარკვეული კვლევის ჩატარებას, რათა გამოიკვეთოს იმ სასწავლო პროგრამების ტიპი, რაც საჭიროა თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის და მათი შესრულების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
აღნიშნული ანალიზისას, გასათვალისწინებელია:
- როლებისა და განყოფილებების შესაბამისად იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რაც მნიშნელოვანია, რომ თქვენს თანამშრომლებს გააჩნდეთ
- არსებული მდგომარების შეფასება, რათა დაინახოთ რამდენად აკმაყოფილებენ თქვენს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და რა ცოდნის დონე აქვთ მიმდინარედ
- იმ ცოდნის დანაკლისების იდენტიფიცირება, რათა დაგეგმოთ შესაბამისი შიდა ტრენინგები მათ აღმოსაფხვრელად.
შესრულების საჭიროების ანალიზი (PNA)
შესრულების საჭიროების ანალიზი არის სასურველ და რეალურ სამუშაოს შესრულებას შორის არსებული სხვაობის იდენტიფიცირების პროცესი. აღნიშნული ფართო ანალიზის მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს შესრულების ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: არაეფექტური პროცესები, მოტივაციის, რესურსებისა და ცოდნის ნაკლებობა.
აღნიშნული ანალიზისას, გასათვალისწინებელია:
- თქვენი ორგანიზაციის გარკვეული პერიოდის მიზნები და OKR-ები, რათა შესაბამისად შეძლოთ შესრულების შეფასება
- როგორ ასრულებთ თქვენს მიზნებს. მის შესაფასებლად დამკვიდრებულია SWOT ანალიზის მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ შეაფასოთ ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები, რომლებსაც ამჟამად აწყდებით
- ის ანგარიშები, რეპორტები, რომლებიც ასახავს თქვენი ბიზნესის ძირითად მონაცემებს, რათა შეაფასოთ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით თქვენი მიზნებისკენ გზა.
BDO Academy-ის მიმართულება დაგეხმარებათ გაზარდოთ თქვენი გუნდი ეფექტურად, რაც გულისხმობს გუნდის წევრების აღჭურვას იმ უნარებითა და ცოდნით, რაც საჭიროა ორგანიზაციის სტრატეგიისა და გეგმების შესასრულებლად.