მომარაგების უზრუნველყოფა
ERP ავტომატურად აგენერირებს ოპტიმალურ შეკვეთებს როგორც უშუალოდ მომწოდებლისთვის, ასევე მომმარაგებელი (ცენტრალური) საწყობისთვის.
შეკვეთის ავტომატური დაანგარიშების ინსტრუმენტის საშუალებით, შეკვეთის მოცულობა გაანგარიშდება მსოფლიოში მიღებული, გამოცდილი მეთოდების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შენახვისა და შესყიდვის დანახარჯების მინიმიზაციას.
სისტემაში წინასწარ გაწერილი დადასტურების პროცესის გავლის შემდეგ, პროგრამა შეკვეთებს ავტომატურად აგზავნის მომწოდებელთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
საქონლის მიღება
საქონლის მიღებისთვის განკუთვნილი სპეციალური სამუშაო სივრცე უზრუნველყოფს საქონლის მიღებაზე დახარჯული დროისა და შეცდომების დაშვების მინიმიზაციას. აქ ერთ ფანჯარაში თავმოყრილია მომხმარებლისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია, მომხმარებელი მარტივად ხედავს განსხვავებას შეკვეთილ და რეალურად მიღებულ საქონელს შორის. აქვე კონტროლდება შეთანხმებული ფასისა და ფაქტიურად მიღებული რაოდენობების შესაბამისობა RS.ge-ზე დაფიქსირებულ ზედნადებთან. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხავთ ისეთი პროდუქციის მიღებას, რომელიც ან არ შეგიკვეთავთ, ან არ შეესაბამება ზედნადებში არსებულ ინფორმაციას.