WMS

WMS - უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანი საწყობი

WMS-ით მიღებული სარგებლები


გაზრდილი ტვირთბრუნვა

       პროდუქციის მიღება და გაცემა ავტომატიზირებულია,                            ყველა ოპერაცია სრულდება სწრაფად                    და ზუსტად



ზუსტი აღრიცხვა

ყველა სასაწყობე ოპერაცია სრულდება მობილური მოწყობილობიდან, საქონლის შტრიხკოდის         დასკანირებით




რესურსების ოპტიმიზაცია

მოსალოდნელი შემოსვლა და გასვლა წინასწარ         ცნობილია საწყობისთვის და საქმე ოპტიმალურად ნაწილდება არსებულ რესურსებზ



თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი საწყობი


საწყობის გეგმარება

WMS სისტემაში იტვირთება საწყობის შიდა სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია - ზონები მათი შესაბამისი დანიშნულებით (აგროვება, შენახვა, კონტროლი, წუნდებული საქონლის შენახვა და სხვა). პროგრამამ იცის თითოეული თაროს, უჯრის, პალეტისა და სივრცის ადგილმდებარეობა და დანიშნულება, რაც საშუალებას აძლევს სწორად და ოპტიმალურად დაგეგმოს საქონლის მოძრაობა საწყობის შიგნით.




პროდუქციის მიღება

საწყობისთვის წინასწარ ცნობილია მოსალოდნელი შემოსვლების შესახებ ინფორმაცია - რა პროდუქცია შემოდის, რა რაოდენობით, რა წონით და აშ. საქონლის ფიზიკურად მითვლის პროცესი სრულდება მობილური მოწყობილობის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს რაოდენობრივ სიზუსტეს. ამასთან, მიღების პროცესი შესაძლოა იყოს რამდენიმებიჯიანი-ერთი თანამშრომლის მიერ შესრულებული დათვლა დამატებით გაკონტროლდეს მეორე პირის მიერ.

საქონლის მიღებისას შესაძლებელია მოხდეს ასევე საქონლის ხარისხის პროგრამული დადგენაც - კარგია საქონელი თუ წუნდებული, რაც უზრუნველყოფს შემდგომ მასთან კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად მოპყრობას. საჭიროებისას, საქონელს მიღებისას ასევე მიეთითება პარტიის ნომერი და ვარგისიანობის ვადა, რათა შესაძლებელი იყოს პარტიული აღრიცხვა საწყობის შიგნით და ვადების კონტროლი. 


პროდუქციის განთავსება 

მიღების შემდეგ, სისტემა თავად გეგმავს საქონლის განთავსებას მისი პარამეტრების შესაფერის სივრცეში. განთავსების დაგეგმვისას შესაძლოა გაითვალისწინებოდეს საწყობის გეგმარება- თუ რა ზონებია განკუთვნილი შენახვისთვის, ასევე, საქონლის ზომა, წონა, მოცულობა, საჭირო ტემპერატურული რეჟიმი, სხვა საქონელთან ერთად შენახვის შესაძლებლობა და სხვა.




პროდუქციის აგროვება 

შემოსვლების ანალოგიურად, მოსალოდნელი გასავლებიც წინასწარ ცნობილია WMS-სთვის, შესაბამისად, სისტემა თავად აგენერირებს გასაგზავნი პროდუქციის აგროვების დავალებებს თანამშრომლებისთვის. აგროვების პროცესი ასევე მიმდინარეობს მობილური მოწყობილობებით, რაც განაპირობებს სიზუსტეს და მინიმუმამდე დაჰყავს დამკვეთისთვის არასწორი რაოდენობის ან პროდუქციის მიწოდების რისკი. სისტემა ასევე ითვალისწინებს პროდუქციის შენახვის ლოკაციებს და გეგმავს ოპტიმალურ აგროვების მარშრუტს თანამშრომლისთვის. აგროვების დასრულების შემდეგ ასევე შესაძლებელია მოხდეს რაოდენობის დამატებითი კონტროლი სხვა თანამშრომლის მიერ.


ინვენტარიზაცია 

WMS-ში ინვენტარიზაცია მიმდინარეობს როგორც გეგმის თანახმად, ისე, საჭიროებისას, დაუგეგმავად. ინვენტარიზაცია სრულდება როგორც კონკრეტულ პროდუქციაზე, ისე საწყობის კონკრეტულ უბნებზე. ამასთან, ინვენტარიზაციის პროცესი არ უშლის ხელს საწყობის ფუნქციონირებას და სავალდებულოდ არ მოითხოვს ოპერაციების გაჩერებას. ინვენტარიზაციის პროცესი ასევე აღირიცხება მობილური მოწყობილობებით, საბოლოო შედეგები კი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა იქნას დადასტურებული.



ინტეგრაცია ძირითად სააღრიცხვო სოფტთან

WMS არ არის ცალკე მდგომი პროგრამა, ის აუცილებლად ინტეგრირებული უნდა იყოს ძირითად სააღრიცხვო სისტემასთან. სააღრიცხვო სოფტი აწვდის WMS-ს ინფორმაციას მოსალოდნელი შემოსვლებისა და გასვლების შესახებ (კლიენტების და მომწოდებელების შეკვეთები, შიდა გადაადგილებები), ასევე საქონლის სხვადასხვა პარამეტრებს (ზომა, წონა, მოცულობა, ვარგისიანობის ვადა და აშ.). პასუხად WMS აბრუნებს სააღრიცხვო სისტემაში ინფორმაციას ფაქტობრივად მიღებული და გაცემული საქონლის, ასევე ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სააღრიცხვო მონაცემების მუდმივ თანხვედრას საწყობის ფიზიკურ მდგომარეობასთან.


პერსონალის და რესურსების მართვა

პროგრამას აქვს ინფორმაცია საწყობში ხელმისაწვდომ ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სასაწყობე ოპერაციის დაგეგმვისას ხდება არსებული რესურსების გათვალისწინება და გადანაწილება შესაბამის დავალებებზე.

პროგრამა საშუალებას იძლევა დაინერგოს საწყობის თანამშრომლებისთვის მოტივაციის სქემა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გაზომვად მაჩვენებლებს, როგორებიცაა ოპერაციის შესრულების დრო, დღის მანძილზე დამუშავებული ოპერაციების მოცულობა, დამუშავებული დავალებების სიზუსტე და სხვა. 


3PL სერვისები

WMS-ში მხარდაჭერილია 3PL (საწყობის გაქირავების და ადმინისტრირების) სერვისების აღრიცხვა. შესაძლებელია ნაშთების მართვა ორგანიზაციების ჭრილში. ამასთან, სივრცის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ პროგრამაში თავად დააფიქსირონ მოსალოდნელი შემოსვლები და გასვლები. ასეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი WMS-ის ინტეგრირება ყველა დამკვეთის სააღრიცხვო სისტემასთან. 

WMS-დანვე შესაძლებელია მოხდეს გაწეული მომსახურების ღირებულების დაანგარიშებაც, რისთვისაც გამოიყენება თვის და ორგანიზაციის ჭრილში შესრულებული ოპერაციების შესახებ ანგარიშგება.



იმისათვის რომ შეგვენარჩუნებუნა კლიენტების კმაყოფილება, გაგვეუმჯობესებინა საოპერაციო საქმინაობა, ჩვენ გადავწყვიტეთ საწყობის მართვის ავტომატური სისტემის - WMS-ის დანერგვა. WMS-ის დანერგვა გვირჩია ჩვენმა პარტნიორმა კომპანია BDO-მ, რომლის ERP გადაწყვეტილებით წლებია ვსარგებლობთ.