ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი


გვანდე შენი უსაფრთხოება


დაზოგე დრო და ფინანსები

აუთსორსინგის შედეგად იზოგება კვალიფიციური კადრის შერჩევასა და შენარჩუნებაზე დახარჯული დრო, ასევე ადმინისტრაციული და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.


მიიღე მრავალმხრივი მომსახურება

ერთი სერვისით მიიღება პროფესიონალური მომსახურეობა სხვადასხვა სექტორში გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან.



აკონტროლე რისკები

მკაფიოდ გაწერილი SLA და პასუხისმგებლობები საშუალებას იძლევა კომპანიამ აკონტროლოს ფორსმაჟორთან და სერვისის მიღებასთან დაკავშირებული რისკები.



ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგი

ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგის შედეგად იღებთ ისეთ სერვისებს, როგორებიცაა:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების მართვა
  • ინფორმაციული უსაფრთოხების სტრატეგიის შემუშავება
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა/პროცედურების შემუშავება და დანერგვა
  • არსებული რისკების შესამცირებლად ტექნიკურ/ორგანიზაციული კონტროლის მექანიზმების დანერგვა
  • სხვადასხვა მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესებისა და ინციდენტების სისტემატიური მონიტორინგი და რეპორტინგი
  • ტრენინგები თანამშრომლებისათვის.





IT აუდიტის აუთსორსინგი

აუდიტი კომპანიის მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას მეთვალყურეობა გაუწიოს IT-სა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ჩადებულ ინვესტიციას და დარწმუნდეს რომ კომპანია შესაბამისობაშია საკანონმდებლო, მარეგულირებელ თუ საკონტრაქტო ვალდებულებებთან. აუდიტის შედეგად კომპანია იღებს კვალიფიციურ რჩევებს, თუ როგორ განავითაროს ინფორმაციული უსაფრთხოებისა თუ IT სტრატეგია, რა კონტროლის მექანიზმები დანერგოს არსებული რისკების შესამცირებლად, როგორ გააუმჯობესოს პროცესები რათა გაიზარდოს IT-სა და ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობა.




პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის (DPO) აუთსორსინგი

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიაში არსებული რეგულაციების შესაბამისობას საქართველოსა და ევროკავშირის რეგულაციებთან „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“. პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვით, კომპანია თავიანთ პარტნიორებსა და მომხმარებლებს აჩვენებს რამდენად შეესაბამება საკანონმდებლო მოთხოვნებს და იცავს პერსონალურ მონაცემებს.


ანზორ მეხრიშვილი

ანზორ მეხრიშვილი

დირექტორი, ციფრული საკონსულტაციო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი
personView bio