ციფრული სტრატეგია

ფეხი აუწყვე ცვლილებებს, რომელიც ქმნის ახალ მოთხოვნებს და ცვლის ბაზრებს

ციფრული ტრანსფორმაცია

ციფრული ტრანსფორმაცია არის მიდგომა, როდესაც  ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გამოყენებით დაცულ გარემოში ხდება ძირითადი ბიზნეს ელემენტების გარდაქმნა ისე, რომ თქვენი კომპანია თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა.

BDO Digital-მა გამოყო 7 ძირითადი ბიზნეს ელემენტი, რომელთა ტრანსფორმაცია აუცილებელია ციფრული ტრანსფორმაციის პროცესისთვის. ეს ელემენტებია: მონაცემები, პროცესები, მომხმარებლები, ტექნოლოგიები, კულტურა და თანამშრომლები, გაყიდვების არხები და კიბერუსაფრთხოება.

ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპები

სად ხართ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე?




ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებსა თუ მომხმარებელთან ურთიერთობის ეტაპზე ბიზნესს განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და გზებს უხსნის.  ღრუბლოვანი და მობილური ტექნოლოგიები, RPA (robotic process automation), IOT, Ai და მანქანური სწავლებები - ეს ის ტექნოლოგიებია რომელთაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანი ცვლიებები შეიტანეს და კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ყველაზე სწრაფი გზა გახდა.


მონაცემების ტრანსფორმაცია

თანამედროვე ბაზარზე მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აქტივია. ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება კომპანიაში დაგროვილი მონაცემების როგორც რაოდენობა, ასევე წყაროები. ყველა ასეთი წყაროდან მიღებული მონაცემის დამუშავებისთვის და ერთიანი ვიზუალიზაციისთვის არსებობს Business Intelligence სისტემები, რომელიც საშუალებას მოგცემთ: დაამუშაოთ სხვადსხვა წყაროდან მიღებული დიდი რაოდენობით მონაცემები, შექმნათ და მართოთ სხვადასხვა რეპორტები, პერსონალიზებულ დეშბორდზე მიიღოთ ინსაითები ბიზნესის რეალურ დროში სამართავად.

ეს ყველაფერი საჭიროა რათა გახდეთ მონაცემებით მართული ბიზნესი მუდმივად გქონდეთ 360 გრადუსიანი ხედვა კომპანიაში მიმდაინრე მოვლენებზე.





კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება

ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოებაა. ყველა დაუცველი სისტემა შეიძლება დადგეს ისეთი საფრთხის წინაშე, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვან ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს. 

ხშირად კომპანიებისთვის რთულია კიბერ ინციდენტების თავიდან არიდება   თუმცა, არსებობს რეკომენდაციები და სტანდარტები, რომლის კომპანიაში დანერგვის  შემდეგაც უმჯობესდება კიბერ გარემო და მინიმუმამდე დადის ამ ინციდენტების დადგომის ალბათობაც. კომპანიის კიბერუსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება გულისხმობს როგორც ტექნიკური და ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმების დანერგვას, ასევე, წვდომების კონტროლს, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებასა და რისკების მართვას.


პროცესების ტრანსფორმაცია

პროცესების ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის გარეშე თანამედროვე ბაზარზე ბიზნესის კეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ავტომატიზაციის თანამედროვე გადაწყვეტები EPR სისტემა, მინი-ERP სისტემა, MS სისტემა და ა.შ.) პროცესებს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდიან, რაც კომპანიებს კონკურენტულ უპირატესობას აძლევს. 

პროცესების ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად ყველა   ბიზნეს პროცესი ავტომატიზებული უნდა იყოს, ხოლო Process Mining-ის და RPA-ის საშუალებით პროცესების მუდმივი დახვეწა უნდა მიმდინარეობდეს. 







გაყიდვების არხების ტრანსფორმაცია

მსოფლიოში გაციფრულების მაღლამა ტემპმა და ყოვლისმომცველმა მასშტაბმა კომპანიებს გაყიდვის არხების ტრანსფორმაციისკენ უბიძგებს. ფიზიკური ლოკაციების (მაღაზიები, მოლები და ა.შ.) გარდა ციფრული გაყიდვის არხების ქონა უკვე არა დამატებითი შემოსავლის წყაროა, არამედ გაყიდვების ძირითადი მამოძრავებელი ძალა ხდება.

გაყიდვის არხების გაციფრულების ტენდეცია მსოფლიო ბაზარზე არ ნელდება და განჭვრეტად მომავალში არც შენელდება, შესაბამისად, კომპანიებმა ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

ანზორ მეხრიშვილი

ანზორ მეხრიშვილი

დირექტორი, ციფრული საკონსულტაციო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი
personView bio