შეფასება

კომპანიას შესაძლოა დაუდგეს ბიზნესისა და აქტივების შეფასების საჭიროება სხვადასხვა მიზნებისთვის.

აქტივის შეფასება - აქტივის შეფასება შესაძლოა როგორც აუდიტისთვის, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე აქტივების ჯგუფისთვის მას არჩეული აქვს გადაფასების მოდელი, ასევე აქტივის გაყიდვის მიზნით.

აქტივის შეფასება მოიცავს:

► შესაფასებელი აქტივის მდგომარეობის ვიზუალურ შეფასებას,

► ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ანალოგების მოძიებას 

► რელევანტური კორექტირებების მიყენებით (დისკონტირებით) საბაზრო ღირებულების დადგენას.

 

 

ბიზნესის შეფასება - ბიზნესის შეფასების საჭიროება კომპანიაში მაშინ დგება, როცა კომპანიის მფლობელი იღებს ბიზნესის სრულად ან  გარკვეული წილის გაყიდვის გადაწყვეტილებას. ამისთვის მას სჭირდება დამოუკიდებელი შემფასებლის მხრიდან საბაზრო ღირებულების დადგენა.

სერვისი მოიცავს:

► ისტორიული ფინანსური ინფორმაციის/შედეგების ანალიზს,

► მენეჯმენტის სამომავლო გეგმების ანალიზს,

► ბაზრის ანალიზს / მიმოხილვას,

► SWOT ანალიზს,

► ფინანსური მოდელის აგებას

► შეფასების თარიღისთვის ბიზნესის ღირებულების დადგენას.

 

ფინანსური ანგარიშგებისთვის ქონების შეფასების სერვისი მოიცავს:
შესაფასებელი ქონების იდენტიფიცირებას და მათ ინსპექტირებას, ბაზრის ანალიზს, კომპანიის შესახებ ფაქტობრივი და საპროგნოზო ფინანსური ინფორმაციის დამუშავებას/ანალიზს, შეფასების მიდგომებისა და მეთოდების შერჩევას, შეფასების გაანგარიშების მომზადებას და შეფასების თარიღისთვის ქონების ღირებულების დადგენას, ანგარიშის მომზადებას და წარდგენას.

 

მაია ხაჩიძე

მაია ხაჩიძე

პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი
personView bio