BDO-ს სოლიდური ზრდა: გლობალური შემოსავალი 14 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს

BDO-ს სოლიდური ზრდა: გლობალური შემოსავალი 14 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს

ბრიუსელი, 20 დეკემბერი 2023


BDO-მ 2023 წლის 30 სექტემბრით დასრულებული ფინანსური წლის გლობალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ქსელის მთლიანმა შემოსავალმა 14 მლრდ აშშ დოლარი (13 მლრდ ევრო)  შეადგინა, რითაც წლიდან წლამდე, მუდმივი გაცვლითი კურსით, 10,2 %-იანი (ევროში 11.9%) ზრდა აჩვენა.


პეტ კრამერი, BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს: 

„ვამაყობ ჩვენი 2023 წლის ფინანსური პერფორმანსით და შემოსავლის შთამბეჭდავი მატებით ყველა რეგიონისა და სერვისის ჭრილში, რაც BDO-ს წარმატების 60 წლიან ისტორიას ეფუძნება. გლობალური გამოწვევების - მაღალი საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციური პროცესებისა და ცვლადი გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ვაგრძელებთ კლიენტების ზრდის მხარდაჭერას  მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქსელის მულტიდისციპლინარული ფირმები მზად არიან, ადაპტირდნენ ბაზრის დინამიკასა და ახალ ტექნოლოგიებთან მიმართებით, რომ ყოველთვის უპასუხონ კლიენტების მზარდ მოთხოვნებს. 

ჩვენი ბრენდის წარმატება და სიძლიერე ეფუძნება უწყვეტ ინვესტირებას ტექნოლოგიებსა და ტალანტებში, რაც შთაგონებულია ურყევი  პასუხისმგებლობით ხარისხისა და კეთილსინდისიერების მიმართ“.


გლობალური შემოსავლის ზრდა  

BDO-მ მსოფლიოს მასშტაბით შემოსავლის სტაბილური ზრდა აჩვენა. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს ლოიალურ კლიენტებს, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვას მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ერთიანი ზრდის მხარდასაჭერად.   

ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის შემოსავალი¹ 

  • ცენტრალურმა და დასავლეთ ევროპამ სოლიდური ზრდა აჩვენა, გაერთიანებულ სამეფოში (+16%), საფრანგეთში (+11%), გერმანიაში (+16%), ბელგიაში (+21%) და ავსტრიაში (+23%).
  • საერთო შემოსავალი ახლო აღმოსავლეთში გაიზარდა 13%-ით, გამორჩეული შედეგებით საუდის არაბეთში (+ 31%).
  • აფრიკის ტერიტორიაზე ასევე დაფიქსირდა ზრდა, აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკა (+19%) და აღმოსავლეთ აფრიკის წევრი ფირმების კოლაბორაციული შედეგები.  

 აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის შემოსავალი¹

  • შემოსავლების შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა ინდოეთმა (+34%), ავსტრალიასთან (+18%), ახალ ზელანდიასთან (+15%) და სინგაპურთან (+18%) ერთად, სადაც ასევე სახეზეა  სოლიდური ზრდა. 
  • ეკონომიკურმა კლიმატმა გამოიწვია ზრდის შედარებით დაბალი მაჩვენებელი ჩინეთსა და ჰონგ კონგში.  

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონი¹ 

  • ჩრდილოეთ ამერიკასა და კანადაში ზრდა დაფიქსირდა 13%-ის, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 9%-ის ოდენობით.
  • სამხრეთ ამერიკის ბევრ ფირმაში გვაქვს ორნიშნა ზრდა, მათ შორის ბრაზილიაში (+10%).

 

შემოსავლის სოლიდური ზრდა ყველა სერვისის მიმართულებით 

 ჩვენი უმთავრესი სერვის მიმართულებები: აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება, ბიზნეს კონსულტაციები, საგადასახადო მიმართულება, ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი განაგრძობს ზრდას ყველა უმთავრეს ბაზარზე. ჩვენი გამოცდილი გუნდები ეხმარებიან კლიენტებს, გადალახონ საბაზრო გაურკვევლობა და სთავაზობენ კლიენტზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს. 

 

აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება 

 ბაზარზე არსებული ცვლილებების, გაზრდილი მარეგულირებელი მოთხოვნებისა და მზარდი კონკურენციის პირობებში, ჩვენმა სერვისმა აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით განაგრძო ზრდა (+7%) და მიაღწია შემოსავალს 4.1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით (3.8 მლრდ ევრო). ადრინდელის მსგავსად აუდიტი იკავებს ცენტრალურ ადგილს ჩვენს ბიზნესში და შეადგენს BDO-ს ბიზნესის სოლიდურ ნაწილს (42%). წელს ჩვენი ინვესტიციები აუდიტში მიმართული იყო აუდიტის ხარისხის ზრდის, ჩვენი აუდიტორული ტექნოლოგიების ტრანსფორმაციისა და სპეციალისტების გამოცდილების კიდევ უფრო მეტად ამაღლებისკენ. 

 

ბიზნეს კონსულტაციები 

 შემოსავალი ბიზნეს კონსულტაციების მიმართულებიდან გაიზარდა 4%-ით 2 მლრდ აშშ დოლარამდე (1.9 მლრდ ევრო). ზრდა გამოიწვია კლიენტების მოთხოვნამ ციფრული გადაწყვეტილებების ინტეგრაციაზე მათ ბიზნესმოდელში. ბიზნესის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და ჩვენი პრაქტიკა, BDO Digital-ის სახით, ზრდის მთავარ კატალიზატორად იქცა ჩრდილოეთ ამერიკაში და განაგრძობს მნიშვნელოვანი პოტენციალის ჩვენებას სხვა რეგიონებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, მუდმივი ინვესტირება ინსტრუმენტებსა და გადაწყვეტილებებში, გაფართოებული ციფრული შეთავაზებები და ახლახანს შექმნილი მმართველობითი კონსალინგი ეფექტურად აკმაყოფილებს ბაზრის ცვლად მოთხოვნებს. 2024 წელს ველოდებით ჩვენი ბიზნეს კონსულტაციების მიმართულების გაფართოებას საკონსულტაციო მოთხოვნებზე არსებული მზარდი მოთხოვნის შესაბამისად. 

 

ბიზნეს სერვისები და აუთსორსინგი 

 ბიზნეს სერვისებისა და აუთსორსინგის მიმართულების შემოსავალი გაიზარდა 7%-ით 1.4 მლრდ აშშ დოლარამდე (1.3 მლრდ ევრო). BDO კლიენტებს სთავაზობს დივერსიფიცირებულ გადაწყვეტილებებს კლიენტების ზრდით განპირობებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. წელს ჩვენი ყურადღება  მიმართული იყო კლიენტებთან მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარებასა და მათთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე. გარდა ამისა,  ვგეგმავთ უწყვეტ ინვესტირებას ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციასა და განვითარებაში. ამავდროულად განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ტექნოლოგიებში ინვესტირებას, რათა უზრუნველვყოთ ტრანსფორმაციული ძვრები მომსახურების მიწოდების პროცესში.  

  

გადასახადები

 შემოსავალი BDO-ს საგადასახადო მიმართულებიდან 10%-ით, 2.2 მლრდ აშშ დოლარამდე (2.1 მლრდ ევრო) გაიზარდა, რაც საერთაშორისო კოლაბორაციისა და მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების კუთხით ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგია. ჩვენმა საგადასახადო მიმართულების  გუნდებმა შესანიშნავად განახორციელეს კლიენტების საერთაშორისო ინიციატივები და ეფექტურად გადაწყვიტეს მათი გამოწვევები ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. ეკონომიკური გამოწვევები დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, განახლებად ენერგიის წყაროებთან, სამუშაო ძალის მობილობა და გაციფრულება, გაზრდილი მოთხოვნა რეაგირებაზე საერთაშორისო საგადასახადო ზომების შესაბამისად, შიდაფინანსურ თემებსა და ეროვნულ საზღვრებზე გაზრდილი ყურადღების ფონზე. 

 გარდა ამისა, გაზრდილია ყურადღება საერთაშორისო გადასახადებისა და რისკების მართვის მიმართ. მუდმივად იზრდება მოთხოვნა მოქნილ საერთაშორისო კონსულტანტებზე, რომელიც კლიენტებს დაეხმარება, დაიცვან კანონმდებლობა და წარადგინონ ანგარიშები ცვლად ნორმატიულ-სამართლებრივ გარემოში. 

  

მზარდი გლობალური გუნდი 

 ჩვენი გლობალური გუნდი განაგრძობს ზრდას, რათა დაეხმაროს კლიენტებს და ხელი შეუწყოს ჩვენს გაფართოებას. 2023 წელს გლობალური გუნდის რაოდენობა გაიზარდა 3.9%-ი - შემოგვიერთდნენ სპეციალისტები და კონკრეტული მიმართულებების მენეჯერები ყველა სერვისში. BDO-ს გლობალური გუნდი შედგება 115,600-ზე მეტი თანამშრომლისგან, რომელიც აერთიანებს გლობალურ ექსპერტიზასა და ლოკალურ ცოდნას, რათა კლიენტებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტილებები. 

 ჩვენი თანამშრომლების გუნდი გაიზარდა მსოფლიო მასშტაბით იმ ტექნოლოგიების წყალობით, რომელიც გვეხმარებოდა გუნდების მასშტაბირებაში პროცესების ოპტიმიზაციის, ამოცანების ავტომატიზაციისა და უფრო ეფექტური ერთობლივი მუშაობის გზით. ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ ვაუმჯობესებთ გუნდის სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს, რათა გავზარდოთ კლიენტების მომსახურების ხარისხი. 

 ვმუშაობთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ თანამშრომლების შესაძლებლობები და დავეხმაროთ ისეთი უნარების შეძენაში, რომელიც დაეხმარება ჰქონდეთ წარმატებული კარიერა. ვამაყობთ, რომ BDO არის ადგილი, სადაც ადამიანებს სურთ დასაქმება, რასაც ადასტურებს ჩვენი დაფიქსირება „კანადის 100 საუკეთესო დამსაქმებლის“ სიაში. 

 

ურყევი პასუხისმგებლობა ხარისხისადმი  

ჩვენ ვართ ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია გამორჩეული მომსახურების ხარისხზე. ხარისხი არის სტრატეგიული პრიორიტეტი, რის გამოც გავზარდეთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის, კონფიდენციალურობისა და ხარისხის მონიტორინგის პროგრამების მუდმივი განვითარების გზით. მთელი წლის განმავლობაში ჩვენი ძირითადი ყურადღების ქვეშ იყო აუდიტის ხარისხის ამაღლება რესურსებში ინვესტიციებით, თანმიმდევრული, მაღალი ხარისხის შედეგების მისაღწევად. ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ გამორჩეული, მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება, გავზარდოთ კონფიდენციალობის ხარისხი და უზრუნველვყოთ ნდობა კაპიტალის ბაზრებს, მარეგულირებლებს, ინვესტორებსა და ჩვენს კლიენტებს შორის.

 

ტექნოლოგიების განვითარება კომპანიის შიგნით 

 ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას ციფრულ გადაწყვეტილებებსა და ხელოვნურ ინტელექტში, ვაერთიანებთ პასუხისმგებლიან ციფრულ გადაწყვეტებს მონაცემთა ანალიტიკასთან, რათა შევქმნათ სანდო ინფორმაცია, ხელი შევუწყოთ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, მივაღწიოთ ეფექტურობას და ხარჯების შემცირებას. აღნიშნული ინვესტიციები ასევე დაეხმარება ტალანტების მოზიდვასა და შენარჩუნებას ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ეს არის ხალხი, ჩვენს კლიენტებს გამორჩეულ ფასეულობას შეუქმნიან.

 მიმდინარე წელს BDO-მ გააუმჯობესა თავისი კოლაბორაცია Microsoft-თან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან. აღნიშნული ალიანსი ორივე კომპანიის კლიენტებისთვის მსხვილ და საშუალო ბაზარზე სარგებლის მომტანი იქნება და განაგრძობს ჩვენი ბიზნესის ციფრულ ტრანსფორმაციას. 

 

მდგრადი მომავლის განვითარება 

 ჩვენ ფოკუსირებული ვართ მდგრად და წარმატებულ მომავალზე. BDO-ს მდგრადობის გლობალური პროგრამები მოწოდებულია, რომ ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ხალხისა და პლანეტის ინტერესების შესაბამისად. 

 2021 წელს ავიღეთ პასუხისმგებლობა Net Zero Financial Service Providers Alliance-ის წინაშე, რომ მივაღწიოთ ნულოვან გამონაბოლქვს 2050 წლისათვის ან უფრო ადრე. ეს ინიციატივა შთაგონებულია ნულოვანი გამონაბოლქვის ჩვენი პროგრამით, რომელიც წევრ ფირმებს მიაწვდის გლობალურ ხედვასა და მეთოდს, რომ დაეხმაროს მათ ამ საპასუხისმგებლო გზაზე. ეს გულისხმობს გამონაბოლქვის გამოთვლას, მიზნობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებასა და ყოველწლიური რეპორტინგის ვალდებულებას. 

 ჩვენი მდგრადობის სერვისების ფართო პორტფელის წყალობით, მხარს ვუჭერთ კლიენტებს სისრულეში მოიყვანონ საკუთარი ESG ამბიციები, რაც ხელს შეუწყობს პოზიტიურ ცვლილებებს მდგრადი მომავლისათვის.  

 

ჰუმანიტარული ძალისხმევის მხარდაჭერა მსოფლიოში 

 BDO-ს ფირმები და მათი გუნდები მთელ მსოფლიოში მზად არიან მათ მხარდასაჭერად, ვინც დაზარალდა ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად. გასულ წელს ჩვენ დავინახეთ ორგანიზაციის გაერთიანების ეფექტურობა იმ კოლეგებისა და სხვა პირების დასახმარებლად, ვინც დაზარალდა სტიქიური უბედურების ან სხვა ტრაგიკული მოვლენების შედეგად. 

 ჩვენმა სოლიდარობის ფონდმა მყისიერი ფინანსური მხარდაჭერა გაუწია კოლეგებსა და მათ ოჯახებს უკრაინაში. ასევე მხარდაჭერა გამოიხატა თურქეთსა და სირიაში მიწისძვრასთან დაკავშირებით. დონაცია განხორციელდა პირველადი დახმარების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის, საკვებისა და ფინანსური მხარდაჭერის სახით ახლო აღმოსავლეთისათვის. 

 

¹ პროცენტი წარმოდგენილია ადგილობრივ ვალუტაში 

² პროცენტი არ მოიცავს ალიანსის ფირმებს 

³ შემოსავალი არ მოიცავს ალიანსის ფირმებს. პროცენტი ეფუძნება აშშ დოლარს.


ქეთევან მაჭარაშვილი

ქეთევან მაჭარაშვილი

ბრენდის და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი
personView bio