BDO-ს ლიდერების გლობალურ სამიტზე დაანონსდა, რომ Microsoft-ი კომპანიის სტრატეგიული პარტნიორი იქნება, რომელიც იზრუნებს ბიზნესის დაცულობასა და ტრანსფორმაციაზე. აღნიშნული კოლაბორაცია სარგებლის მომტანი იქნება Microsoft-ისა და BDO-ს კლიენტებისთვის საშუალო და მსხვილ ბაზრებზე, რაც ასევე გამოიწვევს BDO-ს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ გაგრძელებას.
BDO-ს 2023 წლის კვლევის Techtonic States თანახმად, საშუალო ბაზრის ბიზნესლიდერების 84% ხედავს, რომ უსაფრთხოების სიტემებისა და ხელოვნური ინტელექტის წარმატებული დანერგვა კრიტიკულად მნიშნველოვანია. ამ სასწრაფო საჭიროების დასაკმაყოფილებლად, კოლაბორაცია გააერთიანებს BDO-ს მაღალკვალიფიციურ სერვისებსა და Microsoft-ის ქლაუდ, უსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებებს. BDO-სთვის ეს შესაძლებლობა 1 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდის საფუძველი გახდება მსოფლიოს მასშტაბით.
111,000 თანამშრომლით 164 ქვეყანაში BDO ერთ-ერთი უმსხვილესი პროფესიული სერვისების მიმწოდებელი კომპანიაა, ლიდერი საშუალო ზომის ბიზნესის ბაზარზე, რომელიც მსოფლიო ქვეყნების ძირითადი ნაწილისთვის ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა. მოცემული პარტნიორობა BDO-სა და Microsoft-ს შორის მოიცავს ათასობით საერთო კლიენტს მსოფლიოს მასშტაბით.
სტრატეგიული პარტნიორობითა და შიდა კოლაბორაციით ბიზნეს საკონსულტაციო, საგადასახადო და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებებს შორის BDO თავისი კლიენტებისთვის გამორჩეულ ფასეულობას ქმნის. ჩვენი სტრატეგიული ციფრული პრაქტიკის ზრდით აშშ-ში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და ავსტრალიაში კლიენტები უსაფრთხოების ისეთი გადაწყვეტილებებით ისარგებლებენ, როგორიც არის Perpetual Defense suite და Azure OpenAI Service, რაც დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ტემპი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მზარდი რიტმის პირობებში პასუხისმგებლიანი, სანდო, უსაფრთხო და მდგრადი გზით.
„თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგია კრიტიკულია ყველა ბიზნესისა და ჩვენი კლიენტისთვის. BDO და Microsoft-ი გაერთიანებული ძალებით დაეხმარება კლიენტებს, მხარს დაუჭერს მათ ზრდას, უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და მდგრადობას, გაზრდის ბიზნესის შემოსავალს ახალი აპლიკაციების მეშვეობით, რომელიც გამოიყენებს ხელოვნური ინტელექტის მძლავრ შესაძლებლობებს, გაზრდის მონაცემთა ფასეულობასა და მართავს კიბერრისკებს. ჩვენი სტრატეგიული, ციფრული მიდგომების მეშვეობით, პარტნიორობა Microsoft-თან დაეხმარება ჩვენ კლიენტებს ტრანსფორმაციასა და ზრდაში“, აცხადებს პეტ კრამერი (Pat Kramer), BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი.
„BDO-ს ბიზნეს ექსპერტიზა და სანდო ურთიერთობები საშუალო მასშტაბის კომპანიებთან Microsoft-ის გადაწყვეტილებებთან ერთად არის ძლიერი კომბინაცია. ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა მივიღოთ ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური უსაფრთხოების შემდეგი თაობა, რომელიც BDO-ს ბიზნეს კონსულტაციებთან, საგადასახადო, მარწმუნებელ მომსახურებასა და ციფრულ გამოცდილებასთან ერთად გაზრდის და ჩვენი კლიენტების ბიზნესს და ხელს შეუწყობს მათ მდგრად ტრანსფორმაციას“, დასძენს კევინ პისკერი (Kevin Peesker) Microsoft-ის გლობალური დირექტორი SMC-სა და დიჯითალის მიმართულებით.
შემდეგი 3 წლის განმავლობაში:
- BDO-ს გუნდები განაგრძობენ Microsoft-ის საკონსულტაციო ჯგუფებთან თანამშრომლობას, რათა კლიენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ BDO-ს 10,000-ზე მეტი გამოცდილი ტექნოლოგიური კონსულტანტის მომსახურება ცვლადი მოთხოვნების საპასუხოდ
- Microsoft-ი ითანამშრომლებს BDO-სთან, რათა 5,000-ზე მეტი BDO-ს პროფესიონალი დაატრენინგოს Microsoft-ის ტექნოლოგიებში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავების დასაჩქარებლად შემდეგი 5 წლის განმავლობაში.