BDO-ს გლობალური შემოსავალი 7%-იანი ზრდით 15 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს

ბრიუსელი, 2024 წლის 18 დეკემბერი

2024 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლისათვის BDO-ს  გლობალურმა კომბინირებულმა შემოსავალმა 15 მლრდ აშშ დოლარი/13.9 მლრდ ევრო შეადგინა, რაც ადასტურებს წლიდან წლამდე ზრდას 7%-ის ოდენობით, მუდმივი გაცვლითი კურსით (+5% ევროში). შთამბეჭდავმა შედეგებმა პროფესიული სერვისების ხაზით განაპირობა სტაბილური წარმატება ძირითად მიმართულებებში. 

ძირითადი სიახლეები  
  • 15 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი გლობალური შემოსავალი, რაც წლიურ 7%-იან ზრდას  შეესაბამება (€13.9 მლრდ / +5%)  
  • შემოსავლის ზრდა ყველა რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA), ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი) 

  • ძლიერი შედეგები განვითარებულ ბაზრებზე (მაგალითად საფრანგეთი, +22%) და მზარდ ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი (+26%) და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 

  • გლობალური გუნდის ზრდა - 119,000-ზე მეტი თანამშრომელი 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. 




BDO-ს გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პატ კრემერმა აღნიშნა:


„რთული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს თანამშრომლებსა და ტექნოლოგიებში, იმისთვის, რომ მუდმივად მოვერგოთ და ვუპასუხოთ ჩვენი კლიენტების ცვალებად საჭიროებებს. 
ჩვენი მულტიდისციპლინარული მიდგომა, ხარისხის, პატიოსნებისა და თანამშრომლობისადმი ერთგულება და საერთო გლობალური ხედვა არის ის ფაქტორები, რომელზე დაყრდნობითაც ვაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესის შთამბეჭდავ ზრდას, კლიენტებისთვის კი მდგრადი ღირებულების შექმნას.“


გლობალური შემოსავლის ზრდა  

BDO-მ მთელ გლობალურ ქსელში უზრუნველყო შემოსავლის სტაბილური ზრდა, საერთაშორისო ბიზნესის განვითარებაზე ფოკუსირებით მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებში, და ინვესტიციებით თანამშრომლებსა და ტექნოლოგიებში ახალი საჭიროებების კვალდაკვალ. 

EMEA რეგიონი (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) (+10%)¹  

  • ცენტრალური და დასავლეთ ევროპა გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ზრდით, განსაკუთრებით გერმანია (+14%)², ავსტრია (+12%), ირლანდია (+13%) და დიდი ბრიტანეთი (+7%) 
  • საფრანგეთში შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა (+20%) განპირობებული იყო ორგანული ზრდითა და ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე ორიენტირებული შერწყმა-შეძენებით 

  • სკანდინავიის რეგიონმა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა (+10%) აჩვენა, ძლიერი შედეგებით ყველა სერვისულ ხაზზე
    ახლო აღმოსავლეთში შემოსავლები გაიზარდა 13%-ით, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების ორნიშნა ზრდით, როგორიცაა ეგვიპტე, იორდანია, კუვეიტი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები 

  • აფრიკის საჰარის რეგიონში მუდმივ ზრდის ხელს უწყობს რეგიონული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. 

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი (+6%)  

  • ინდოეთმა შთამბეჭდავ ზრდას (+26%) მიაღწია ინოვაციებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ფოკუსირებით, სამუშაო ძალის ზრდით 10,000-ზე მეტი თანამშრომლით და რეგიონული გაფართოებით 
  • ავსტრალია რჩება რეგიონის ლიდერად ყოველწლიური შემოსავლების 10%-იანი ზრდით 

  • ASEAN-ის რეგიონმა აჩვენა ძლიერი ზრდა (+9%), მალაიზიის ყველაზე მაღალი, +17%-იანი ნიშნულით
    ჩინეთმა, მიუხედავად რთული ბაზრის პირობებისა, 8%-იანი ზრდა აჩვენა. 

ამერიკის რეგიონი (+5.5%)  

  • ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადისა და აშშ-ის ბაზრებზე ზრდის მაჩვენებელი შეადგენდა 4%-ს, ხოლო მექსიკამ 15%-იანი ზრდა აჩვენა 
  • სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიამ (+25%) და კოლუმბიამ (+24%) შთამბეჭდავი შედეგები აჩვენეს ტექნოლოგიებსა და თანამშრომლების განვითარებაში მუდმივი ინვესტიციების გზით. 

ზრდის ერთიანი გლობალური სტრატეგია  

BDO-ს ერთიანი გლობალური სტრატეგია მიზნად ისახავს საერთაშორისო კლიენტებისთვის გლობალური გადაწყვეტილებების მიწოდებას, ადგილობრივი ექსპერტიზისა და ინოვაციური ტექნოლოგიების კომბინირებით. 

 

პატ კრამერი დასძენს: 

„ჩვენი გლობალური სტრატეგია ორიენტირებულია ბალანსირებულ და მდგრად ზრდაზე, იმგვარად, რომ ყოველთვის უპასუხოს ჩვენი კლიენტების საჭიროებებს. ამასთანავე, ვინარჩუნებთ ჩვენი ბრენდის ძირითად მიზნებსა და ღირებულებებს BDO-ს უნიკალურ კულტურაში, სადაც ჩვენი თანამშრომლები თავად იზრდებიან და ვითარდებიან.“


რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება  

საერთაშორისო ბაზრის ცვალებად მოთხოვნებზე საპასუხოდ ჩვენი ორგანიზაცია მოქმედებს, როგორც ერთი მთლიანი გუნდი - გაძლიერებული თანამშრომლობით, ინტეგრირებული ტექნოლოგიების დანერგვით, ხარისხის სტანდარტებით და გამორჩეული მომსახურების მიწოდებით.  

ამ მიდგომამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა:
- აღმოსავლეთ აფრიკის რეგიონში (ეთიოპია, კენია, რუანდა, ტანზანია და უგანდა) ერთიანი სტრატეგიის, პროცესებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც აუმჯობესებს ხარისხსა და ეფექტურობას.  

ანალოგიურად,
- ლათინურ ამერიკაში თანამშრომლებსა და ტექნოლოგიებში ინვესტიციებმა უზრუნველყო ოპერაციული ეფექტურობის ამაღლება, ტალანტების განვითარება, ახალი კლიენტების მოზიდვა და ბაზარზე პოზიციის განმტკიცება. 

ინვესტირება თანამშრომლებში  

BDO არის თანამშრომლებზე ორიენტირებული კომპანია და კვლავაც ახორციელებს ინვესტიციებს საუკეთესო ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად. 2024 წელს სამუშაო ძალა გაიზარდა 3.4%-ით და გადააჭარბა 120,000 თანამშრომელს 1,800 ოფისში მსოფლიო მასშტაბით. 

 

ხარისხი, როგორც მყარი საფუძველი   

ხარისხი BDO-ში მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართებით ჩვენი მკაფიო სტრატეგიაა ისეთი გუნდისა და ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც აუცილებელია მაღალი ხარისხის სტანდარტის თანმიმდევრულად მიწოდებისთვის ყველა სერვისში. BDO-მ არსებითი ინვესტიციები განახორციელა იმისთვის, რომ ხარისხი დარჩეს ჩვენი კულტურისა და მუშაობის მთავარ მამოძრავებლად.  

  • მნიშვნელოვანი ინვესტიცია BDO-ს იტეგრირებული აუდიტის გადაწყვეტილებისა და აუდიტის პროცესების გასაუმჯობესებლად
  • ახალი გლობალური ინსტრუმენტი შესაბამისობის ანგარიშგებისთვის, შექმნილია BDO-ს ფირმებისთვის მმართველობის, რისკების და შესაბამისობის მონაცემების შედგენისა და მონიტორინგისთვის
  • SoQM-ის დანერგვა, რომელიც აკმაყოფილებს ISQM1 სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს ჩართულობის თანმიმდევრულ ხარისხს
  • სპეციალიზებული ტალანტების მოზიდვა, გუნდების კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგებისა და რესურსების გაზრდა. 

ტრანსფორმაციული ტექნოლოგიები  

2024 წელს BDO-მ წარადგინა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) უსაფრთხო პლატფორმა, რომელიც ეხმარება გუნდებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, რათა კლიენტებისთვის მაქსიმალური ღირებულება შექმნან. 

BDO-მ ასევე წარმატებით დანერგა საუკეთესო ციფრული საკონსულტაციო სერვისები და ინსტრუმენტები, მათ შორის Microsoft-თან პარტნიორობით, რომელმაც 2024 წელს BDO წლის პარტნიორად დაასახელა. 

ტრონდ-მორტენ ლინდბერგმა, სტრატეგიისა და ოპერაციების დირექტორმა აღნიშნა: 


„ტექნოლოგიები არის ჩვენი გლობალური სტრატეგიის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ჩვენ მოწოდებულნი ვართ ციფრული ტრანსფორმაციისკენ, რათა შევქმნათ გრძელვადიანი სარგებელი ჩვენი კლიენტებისა და თანამშრომლებისთვის.“