BDO-ს  გარიგებებთან  დაკავშირებული მომსახურება სხვადასხვა სფეროს რეიტინგებში  წამყვან პოზიციებს იკავებს

2023 წლის შთამბეჭდავ შედეგებზე დაყრდნობით, BDO მსოფლიოს მასშტაბით, N1 ფინანსურ კონსულტანტად  დასახელდა Factset-ის სარეიტინგო ცხრილებში. ასევე მეორე პოზიციაზე გავიდა შერწყმისა და შეძენის (M&A) დიუ დილიჯენსის პროვაიდერების რეიტინგში,  გარდა ამისა Pitchbook-ის მიერ დასახელდა, როგორც ყველაზე აქტიური  M&A კონსულტანტი და ყველაზე აქტიური ბიზნეს საკონსულტაციო და აუდიტორული კომპანია გლობალურად.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს M&A-ის მიმართულებით გარიგებების  მოცულობა საკმაოდ შემცირდა, BDO-ს კონსულტანტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მოახერხეს 1744 გარიგების წარმატებით შესრულება, რომელთა 31% დაკავშირებული იყო კერძო  კაპიტალთან, ხოლო 21% უცხოურთან. 

ჯეი დიუკი (Jay Duke), BDO-ს გლობალური ხელმძღვანელი ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების მიმართულებით: „2023 გამოწვევების წელი იყო M&A-ისთვის, თუმცა ჩვენმა საერთაშორისო გუნდებმა განაგრძეს  გამორჩეული მომსახურების მიწოდება ჩვენი კლიენტებისთვის  და წამყვანი პოზიციები დაიკავეს რეიტინგებში. მოცემული შედეგები არის ჩვენი ძალისხმევისა და მუდმივი სწრაფვის დასტური მივაწოდოთ გლობალური გადაწყვეტილებები და დამატებითი ფასეულობა შევძინოთ ბიზნესს, რომელსაც ვემსახურებით“. 

კლიენტებთან პარტნიორობით  ტექნოლოგიების, მედიისა და ტელეკომუნიკაციების (TMT), წარმოებისა და ინჟინერინგის, ფინანსური სერვისების, ჯანდაცვის, პროფესიული და ბიზნეს სერვისების მიმართულებით, BDO-ს ლოკალური და საერთაშორისო გუნდები  კლიენტებს ეხმარებიან უნივერსალური გადაწყვეტილებით ბუღალტრული აღრიცხვის, გადასახადებისა და სტრატეგიული ამოცანების მიმართულებით გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურების ფარგლებში. კორპორაციული ფინანსების 2, 500-ზე მეტ ექსპერტთან  ერთად მსოფლიოს 120 ქვეყანაში, BDO-ს გარიგებებთან დაკავშირებული მომსახურების გუნდი სთავაზობს დამატებითი სერვისების ნაკრებს, მათ შორის დიუ დილიჯენსის მიმართულებით კომერციულ, ESG, IT და საგადასახადო სფეროში,  შერწყმის შემდგომ ინტერაციის სერვისებს, დახმარებას კიბერუსაფრთხოებისა  და რესტრუქტურიზაციის მიმართულებით - ტრადიციულ კორპორაციულ ფინანსებთან ერთად.

მაია ხაჩიძე

მაია ხაჩიძე

პარტნიორი, ბიზნეს კონსულტაციების ხელმძღვანელი
person$$BDO.LiveSite.ViewBio$$



(1) გარიგებების რაოდენობის მიხედვით
(2) https://go.factset.com/hubfs/mergerstat_em/quarterly/AdvisorQuarterly.pdf
(3) MergerMarket Accountant rankings 2023
(4) Global league tables: 2022 Annual | PitchBook
(5) მხოლოდ კერძო კაპიტალის გარიგებების მიხედვით