მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი კომპანიის მდგრადობის პრაქტიკის ლიდერი, გვანცა დევრისაშვილი, რომელიც უკვე ოფიციალურ ამპლუაში გაუძღვება BDO-ს სერვისების შეთავაზებას ამ მიმართულებით.
2021 წელს BDO გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი გახდა და აიღო პასუხისმგებლობა, იმოქმედოს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად. იმავდროულად განვაცხადეთ პროფესიონალური მხარდაჭერის შეთვაზების შესახებ ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ დანერგონ და თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი გახადონ მდგრადი განვითარება.
ჩვენ ვთავაზობთ კომპანიებს მხარდაჭერას, მიიღონ უფრო მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უზრუნველყონ გაეროს მიზნებთან შესაბამისობა. ამ კომპლექსური პროცესის ფარგლებში BDO ეხმარება დაინტერესებულ კომპანიებს, დაისახონ განვითარების საკუთარი გეგმა, გაზომონ პროგრესი და მოამზადონ შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის, ოღონდ ეს ყველაფერი შეასრულონ არა მხოლოდ როგორც ვალდებულება, არამედ როგორც ბიზნესსაქმიანობის შემადგენელი მნიშვნელოვანი კომპონენტი.
გვანცა უკვე ფლობს საინტერესო გამოცდილებას მდგრადობის მიმართულებით, არის ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრი და მუდმივად მუშაობს ექსპერტიზის გაფართოებაზე, სტრატეგიული ხედვის და ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებაზე, ამიტომ მისი ხელმძღვანელობით BDO-ს მდგრადობის სერვისები არ შემოიფარგლება მხოლოდ მარეგულირებელი სტანდარტების დაცვის მხარდაჭერით, არამედ ემსახურება ცნობიერების ამაღლებას თემაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას და ინსპირაციას.
მზარდი მოთხოვნა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული მართვის (ESG) საკითხებში მოითხოვს ბიზნესისა და მათი ინდუსტრიების გავლენის უკეთ გააზრებას გარემოზე და საზოგადოებაზე, რაზეც დროული და ეფექტური რეაგირებაა საჭირო. BDO გლობალურად მუშაობს იმაზე, რომ დაეხმაროს ბიზნესს შესაბამისი საფრთხეების ამოცნობაში, რისკის შემცირებასა და მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გამოყენებაში.

გვანცა დევრისაშვილი: „თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ბიზნესის მდგრადი განვითარება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ჩვენი უმთავრესი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს სწორად გაიაზრონ კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობა და სარგებელი ჩვენი ყველას ღირსეული მომავლისათვის. ინტერესი თემის მიმართ მზარდია. მიხარია რომ ჩემი ახალი როლის ფარგლებში BDO-ს გლობალური ქსელის ექსპერტებთან და ჩემს შესანიშნავ გუნდთან ერთად კომპანიებს გავუწიო სანდო მეგზურობა ამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე“.