ბრიუსელი, 2024 წლის 26 ივნისი - Microsoft-ის წლის პარტნიორის დაჯილდოების ფარგლებში, BDO-მ გამარჯვება რამდენიმე კატეგორიაში მოიპოვა: SMC-SI კლიენტების ინოვაციური შესაძლებლობების გაფართოება გლობალურად, უსაფრთხოება და პროდუქტიულობა გლობალურად (Secure Productivity Award). ასევე ქვეყნის კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა BDO კანადა. Microsoft-ის წამყვან პარტნიორებს შორის BDO დაჯილდოვდა გამორჩეული მიღწევებისთვის Microsoft-ის ტექნოლოგიების ბაზაზე, ინოვაციების დანერგვისა და კლიენტებზე მორგებული გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის.
პეტ კრამერი (Pat Kramer), BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: “მოხარული ვართ, რომ Microsoft-მა მიმდინარე წლის პარტნიორად გვაღიარა. ჩვენი გლობალური ხედვაა, კლიენტებს შევთავაზოთ გლობალური გადაწყვეტილებები, რომელიც მათ დაეხმარება, გადაჭრან სულ უფრო მეტად რთული ბიზნესგადაწყვეტილებები და ისარგებლონ ახალი შესაძლებლობებით. ჩვენი ურთიერთობა Microsoft -თან გულისხმობს ინოვაციებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებას BDO-ს მრავალფეროვან გამოცდილებასთან ერთად, რათა დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს მიაღწიონ დადებით და მდგრად შედეგებს .”
Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდო გადაეცემა იმ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომელთაც გასული წლის განმავლობაში, შეიმუშავეს და კლიენტებს მიაწოდეს Microsoft-ის Cloud აპლიკაციები, სერვისები, მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტის ინოვაციები. ჯილდო დაკვალიფიცირდა რამდენიმე კატეგორიაში, ხოლო გამარჯვებულები შეირჩა 4, 700-ზე მეტ ნომინანტს შორის 100-ზე მეტი ქვეყნიდან.
მოგებული კატეგორიების შესახებ
Microsoft SMC-SI ინოვაციის ჯილდო ხელოვნური ინტელექტისა და უსაფრთხოების პროდუქტიულობის მიმართულებით, აღნიშნავს კომპანიის გამოცდილებას უსაფრთხო გადაწყვეტილებების შემუშავების კუთხით საშუალო მასშტაბის ბიზნესებისთვის, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მიაღწიონ მნიშვნელოვან შედეგებს კლიენტებისთვის, ფართო ეკონომიკური შესაძლებლობების შესაქმნელად. Secure Productivity Award გადაეცემათ პარტნიორებს, დამატებითი მომსახურების მიწოდებისთვის, რომელიც კლიენტებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად ეფექტურად ისარგებლონ ინოვაციებით Microsoft 365-ის გარემოში.
BDO-ს მიდგომები ეყრდნობა ინოვაციებისა და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილების ეფექტურ გამოყენებას და კლიენტებს ეხმარება მართონ რისკები Cloud გარემოში, შეძლონ ტექნოლოგიების მოდერნიზება არსებული პლატფორმებისა და ინოვაციების გამოყენებით, ასევე უზრუნველყონ ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი დანერგვა თანამშრომლების შესაძლებლობების გაფართოებისა და ბიზნესამოცანების გადასაჭრელად.
BDO კანადაში აღინიშნა წლის პარტნიორ კომპანიად. Microsoft-ის ჯილდო პარტნიორ ქვეყანაში/რეგიონში აღნიშნავს განსაკუთრებულ მიღწევებსა და ინოვაციებს ქვეყნის/რეგიონის მასშტაბით. მოცემული ჯილდო გადაეცემათ პარტნიორებს, რომელთაც შექმნეს გადაწყვეტილებები და სერვისები Microsoft Cloud-ისა და პლატფორმების ბაზაზე, მიაღწიეს კლიენტების / შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.
BDO გლობალურად ასევე გახდა ფინალისტი ინოვაციური ცვლილებების კატეგორიაში მდგრადობის მიმართულებით (Sustainability Changemaker).
“გამარჯვეულებსა და ფინალისტებს ვულოცავ Microsoft-ის 2024 წლის პარტნიორის ჯილდოს. წლევანდელი უამრავი AI და Copilot პროდუქტის ანონსი შესანიშნავ მამოძრავებელ ძალად იქცა ჩვენი პარტნიორებისთვის იმ ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და სერვისებზე სამუშაოდ, რაც მათ საბოლოოდ კლიენტებს შესთავაზეს. ძალიან შთამბეჭდავია ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობები და კრეატიულობა. წლევანდელი გამარჯვებულები ზუსტად გამოხატავენ ყველაფერ იმას, რაც შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტისა და Microsoft Cloud-ის მეშვეობით", აცხადებს ნიკოლ დეზენი (Nicole Dezen) Microsoft-ის აღმასრულებელი პარტნიორი და კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი გლობალური პარტნიორული გადაწყვეტილებების მიმართულებით.
Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდოს გამარჯვებულები დასახელდნენ MCAPS-ის კორპორაციის ციფრულ ღონისძიებამდე, რომელიც 10-11 ივლისს ჩატარდება. პარტნიორები შესაბამის ჯილდოს მიიღებენ ღონისძიების ფარგლებში, პერსონალურ აღნიშვნებამდე, Microsoft Ignite-ის ფარგლებში, ნოემბერში. დამატებით დეტალებს 2024 წლის ჯილდოს შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ Microsoft-ის პარტნიორების ბლოგში. კატეგორიების სრულ სიას, გამარჯვებულებსა და ფინალისტებს კი გაეცნობით ამ მისამართზე.