2022 წლის კონსოლიდირებული შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმებს შორის BDO-მ 18,5 მლნ ლარით კვლავ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.
სფეროს ლიდერი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების მიერ წარდგენილი 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებების მონაცემებზე დაყრდნობით კომერსანტმა გამოაქვეყნა. მოგვიანებით მედია პორტალმა ასევე გამოაქვეყნა რეიტინგი ამ ფირმების მიერ უშუალოდ აუდიტორული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით, სადაც BDO კვლავ მე-4 პოზიციას ინარჩუნებს.
აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო საქმიანობიდან შემოსავლები ‘000 ₾
EY | 19,141 |
BDO | 18,545 |
PwС | 16,365 |
KPMG | 11,987 |
Deloitte | 10,239 |
აუდიტორული საქმიანობიდან შემოსავლები ‘000 ₾
PwС | 11,242 |
EY | 10,813 |
KPMG | 8,177 |
BDO | 5,830 |
Deloitte | 2,294 |
ბოლო წლებში, ბიზნეს საკონსულტაციო სერვისებზე მოთხოვნის შესაჩნევი მატების გამო, აუდიტორულმა ფირმებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს შეთავაზებული მომსახურებების სპექტრი. ეს ტენდენცია ხაზს უსვამს ფუნდამენტურ ცვლილებას კლიენტების მოლოდინებში და ბაზრის დინამიკაში, რადგან ბიზნესი ეძებს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ შესაბამისობაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. შესაბამისად ამ ტენდენციის გავლენა აუდიტორული მომსახურების სფეროზე არსებითია.
BDO მუდმივად თვალყურს ადევნებს ბიზნესის ამ ცვალებად მოთხოვნებს. ჩვენ ვხედავთ როგორ გაამძაფრა ბიზნეს ოპერაციების მზარდმა კომპლექსურობამ სპეციალიზებული ექსპერტიზისა და სექტორული ცოდნის საჭიროება. ეს კი სწორედ ისაა, რაც BDO-ს, როგორც აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას უნიკალურ პოზიციაში აყენებს - ფინანსური პროცესების, მარეგულირებელი ჩარჩოების, ბაზრის ტენდენციების სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს შესანიშნავ შესაძლებლობებს იმისთვის, რომ კლიენტებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე კარგად მორგებული ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება. ვთვლით, რომ ამგვარად სერვის პროვაიდერიდან BDO-მ დიდი ხანია ბიზნეს მრჩევლის როლში გადაინაცვლა.
ჩვენი გაძლირებული ფოკუსი ტექნოლოგიებზე სრულიად ახალ არეალს გვიხსნის პროფესიული სერვისების მიღმა. BDO-ს მუშაობის მიდგომა ყოველთვის გულისხმობს დამატებითი ღირებულების შექმნას კლიენტისთვის. ასე რომ თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების, ჭკვიანი ტექნოლოგიების და ციფრული პლატფორმების გამოყენებით კომპანიებს მუდმივად ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ, რითაც ვეხმარებით, აწარმოონ წარმატებული და მდგრადი ბიზნესი.
რამდენადაც ბიზნესი აგრძელებს ნავიგაციას სულ უფრო რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში, მოსალოდნელია, რომ აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების, როგორც სტრატეგიული ბიზნეს მრჩევლის როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
BDO აგრძელებს ინვესტირებას ტალანტებსა და ტექნოლოგიებში, და მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრირებას ბიზნეს მოდელში იმისათვის, რომ ბიზნესსა და საზოგადოებას საუკეთესო მომსახურება და გადაწყვეტილებები შევთავაზოთ.
BDO-ს შესახებ
BDO არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს BDO-ს საერთაშორისო ქსელის წევრს. კომპანია 11 პარტნიორს და 250-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. ჩვენ ვემსახურებით მსხვილ და საშუალო, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს თითქმის ყველა ინდუსტრიაში.
BDO-ს გლობალური ქსელი მოიცავს 166 ქვეყანას და ტერიტორიას 115,000-ზე მეტი თანამშრომლითა და 1,776 ოფისით მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენი სერვისები
ყველაზე მრავალფეროვანი სერვისებით, რომელსაც BDO ადგილობრივი რესურსებით, ბაზრის უნიკალური ცოდნით და ექსპერტიზით სთავაზობს კლიენტებს, ჩვენ ერთერთი უმსხვილესი ფირმა ვართ საქართველოსა და მთლიანად რეგიონში.
BDO-ს ძირითადი მიმართულებებია: