ქალთა საერთაშორისო დღე 2025

შაბათს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეა. მიმდინარე წლის და ჩვენი სპეციალური რეპორტის მთავარი თემაა #AccelerateAction გენდერული თანასწორობისთვის. 

რეპორტში, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება, განხილულია გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული თემები და მოთხრობილია ბიდიოელი ქალების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც გვიზიარებენ მათ გამოცდილებას და საუბრობენ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მოვუწოდოთ ყველას უფრო აქტიური ქმედებისკენ ამ მიმართულებით. 

ჩვენთან, BDO-ში, ეს მისწრაფება ასახულია გლობალურ ხედვაში: Global Solutions. Driven to be the best. ჩვენი გლობალური ხედვის სამი პრინციპიდან ერთ-ერთი არის ძლიერი გლობალური გუნდის შექმნა, სადაც ყველა ნიჭიერ ადამიანს სქესისა და წარმომავლობის მიუხედავად,  შეუძლია მიაღწიოს წარმატებას. როგორც კომპანია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებზე, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ დივერსიფიცირებულ, ინკლუზიურ და თანასწორ სამუშაო გარემოს, ასევე სწავლებისა და პატივისცემის კულტურას, სადაც თითოეული ადამიანი ისწრაფვის წარმატებისკენ. 


გაეცანით ჩვენს რეპორტს: