BDO-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის სიახლეები - # 47 (ENG)

Original content provided by BDO


წლების განმავლობაში, საერთაშორისო დაბეგვრის და  სატრანსფერო ფასწარმოქმნის  პროფესიონალთა წრეებში, განხილვის მთავარი საგანი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორკომპონენტიანი სისტემა იყო. ახლა კი  აქტუალობა შეიძინა ქვეყნების მიხედვით ანგარიშგების მოთხოვნების დანერგვის თემამ (Country-by-country reporting - CbCR). უფრო მეტი საგადასახადო გამჭვირვალობისთვის, ევროკავშირმა აიღო ლიდერობა და მიიღო CbCR საჯარო ანგარიშგების დირექტივა, რომელიც ძალაში 2021 წლის 21 დეკემბერს შევიდა და მისი მოქმედება ვრცელდება 2024 წლის 22 ივნისს ან მის შემდეგ დაწყებულ ფინანსურ წლებზე. ავსტრალიამ გაიზიარა ეს პრაქტიკა და ახლახანს წარადგინა საჯარო CbCR კანონმდებლობის თავისი ვერსია. 

ორკომპონენტიანი სისტემა - კონკრეტულად პირველი კომპონენტის B  ნაწილი კვლავაც მნიშვნელოვანი საკითხია სატრანსფერო ფასწარმოქმნისთვის. OECD-მ ახლახანს  გამოსცა დამატებითი სახელმძღვანელო B ნაწილისთვის,  მასში გამოხმაურებაა იმ კითხვებზე, რომელიც უპასუხოდ დარჩა 2024 წლის თებერვლის ანგარიშში.  ასევე ამ გამოცემაში ჩავრთეთ ანგარიში B ნაწილის პოტენციური  შედეგებისთვის სამხრეთ აფრიკაში.  

წინასწარი შეთანხმება  ფასების შესახებ (APA) სატრანსფერო ფასწარმოქმნის კიდევ ერთი მუდმივი თემაა და ამ გამოცემაში ჩვენ გამცნობთ რეკორდული რაოდენობის APA-ებზე, რომელიც ინდოეთმა 2023-2024 ფინანსური წლის განმავლობაში გააფორმა. ასევე აშშ-ს წლიური ანგარიშის შესახებ, რომლის თანახმადაც 2023 წელს გაფორმდა  მნიშვნელოვნად ბევრი შეთანხმება ფასების შესახებ,  ვიდრე გასულ წლებში. 

ამავე ნომერში ვაქვეყნებთ ორ სტატიას დიდი ბრიტანეთიდან, ასევე სააპელაციო სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებებს Kwik-Fit-ისა და BlackRock-ის საქმეებზე.