TMS

ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემა საცალო და საბითუმო ვაჭრობის კომპანიებისთვის

TMS სისტემის დანერგვით მიღებული სარგებელი


20%


შემცირებული ხარჯები

სისტემა ითვალისწინებს მანქანების ტვირთამწეობასა და სამუშაო გრაფიკს, ასევე ამონიტორინგებს გზებზე არსებულ სიტუაციას. საბოლოოდ TMS გეგმავს მანქანების რესურსს მეტი შედეგის ნაკლები დანახარჯებით მისაღებად

25%


ოპტიმიზირებული ადამიანური რესურსი

სისტემა თავად გეგმავს მარშრუტებს და აფორმირებს გეგმა-ფაქტიურ ანალიზს, რაც ზოგავს ადამიანების დროს. მობილური აპლიკაცია თავის მხრივ ამარტივებს მძღოლებისა და ექსპედიტორების სამუშაო პროცესს


10%


გაზრდილი შემოსავლები

TMS ითვალისწინებს საქონლის მიმღები ობიექტების სამუშაო საათებს და უზრუნველყოფს შეკვეთის სწორ დროს მიწოდებას. ასევე, ოპტიმალური დაგეგმვით, სისტემა ორიენტირებულია დღის მანძილზე მაქსიმალური რაოდენობის შეკვეთების მიწოდებაზე


უფრო სწრაფი და ეფექტიანი მიწოდება


მარშრუტის დაგეგმვა

სისტემაში წინასწარ გაიწერება საქონლის მიმღები ობიექტების ზუსტი მისამართები და მიწოდების სასურველი დროები, საქონლის დაცლისთვის საჭირო დრო,  საქონლის გამცემი საწყობის ლოკაცია, თითოეული მანქანის ტვირთამწეობა და სამუშაო საათები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და გზების დატვირთულობის გათვალისწინებით, სისტემა გეგმავს მარშრუტს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული შეკვეთების დროულად მიწოდებას ავტომობილისთვის ოპტიმალური თანმიმდევრობით. 





მარშრუტის შესრულება


TMS-ის მიერ დაგეგმილი მარშრუტი გადაეცემა მძღოლს მობილურ აპლიკაციაში. აპლიკაცია კარნახობს მძღოლს თუ რომელ ობიექტს რა დროს და რა გზით უნდა ეწვიოს, ასევე რა ტვირთი უნდა დატოვოს თითოეულ ლოკაციაზე. ტვირთის მიწოდების ფაქტს მძღოლი ასევე აფიქსირებს მობილურ აპლიკაციაში, რაც უზრუნველყოფს პროგრესის შესახებ ინფორმაციის მყისიერად მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტს სურს ჩაიბაროს განსხვავებული რაოდენობა, აპლიკაციიდანვე შესაძლებელია მძღოლმა მოითხოვოს გამოწერილი რეალიზაციისა და ზედნადების კორექტირება, რომელიც საოფისე პროგრამაში უფლებამოსილი პირის მიერ დასტურის შემდეგ აისახება. 



კონტროლი და ანალიტიკა

საოფისე პროგრამიდან შესაძლებელია მძღოლების პროგრესისთვის თვალის დევნება და გადახრების, მათი არსებობისას, მყისიერად იდენტიფიცირება.

ანალიტიკის მოდული ვიზუალურად გამოსახავს ინფორმაციას მანქანების დატვირთულობაზე, ფაქტობრივად გავლილ მანძილზე, შეკვეთების მიწოდების სიჩქარეზე, თითოეულ რეისსა თუ შეკვეთაზე გაწეულ ხარჯებზე და მრავალი სხვა. მოსახერხებელი ინტერფეისი მარტივად ხელმისაწვდომს ხდის მენეჯმენტისთვის ყველა კრიტიკულ მაჩვენებელს და მკაფიოდ გამოსახავს პრობლემურ ადგილებს, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.




მთავარ სააღრიცხვო სისტემასთან ინტეგრაცია 


TMS სისტემა ინტეგრირდება კომპანიის ცენტრალურ სააღრიცხვო სისტემასთან, რაც უზრუნველყოფს მათ შორის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიმოცვლას. სააღრიცხვო სისტემა გადასცემს TMS-ს ინფორმაციას საწყობებზე და საქონლის მიმღებ ობიექტებზე. სააღრიცხვო სოფტში გაფორმებული შეკვეთები (კლიენტის ან შიდა გადაადგილების) გადაეცემა TMS-ს და წარმოადგენს მიწოდების მარშრუტების დაგეგმვის საფუძველს. მას შემდეგ რაც მარშრუტი დაიგეგმება, TMS აბრუნებს სააღრიცხვო სისტემაში ინფორმაციას, თუ რომელი შეკვეთის მიწოდებას გეგმავს მომდევნო დღეს და ავტომატურად გამოწერს შესაბამის ზედნადებებს მომხმარებლებისთვის.