პროცესების რობოტიზაცია

რატომ RPA?


შეამცირეთ ზედმეტი დანახარჯები


PRA - ის მეშვეობით მოახერხებთ პასუხი გასცეთ კომპანიაში ყველაზე ხშირად დასმულ კითხვას, თუ როგორ უნდა მოხდეს ბიზნეს დანახარჯების შემცირება.





დაზოგეთ ადამიანური რესურსები და დრო


თავიდან აირიდეთ რუტინული საქმე, რომლის ავტომატიზაციაც შესაძლებელია. გამოიყენეთ სწორად დროის მენეჯმენტი და განმეორებადი სამუშაოს შესრულება რობოტებს მიანდეთ.





შეამცირეთ ოპერაციული შეცდომების რისკი


იყავით დაზღვეული მექანიკური  და  გაუთვალისწინებელი შეცდომებისგან რობოტული ავტომატიზაციის მეშვეობით.






განმეორებადი პროცესების ავტომატიზაცია შეამცირებს თქვენს კომპანიაში ზედმეტ დანახარჯებს

ორგანიზაციაში, ერთ- ერთი ყველაზე განხილვადი და მთავარი საკითხია, თუ როგორ უნდა შემცირდეს ხარჯები და გაიზარდოს მუშაობის პროდუქტიულობა. უახლოესი, 2020 წლის კვლევების თანახმად RPA, არის ამ საკითხის გადაჭრის ყველზე ხელსაყრელი საშუალება, რადგან სწორედ RPA რობოტებს შეუძლიათ კომპანიის ხარჯების შემცირება. ამავდროულად, გრძელვადიან პერიოდში RPA -ის მეშვეობით შესრულებული სამუშაოს ხარჯი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლისთვის გასაწევი ანაზღაურება.







დაგიზოგავთ ადამიანურ რესურსს და დროს, რომელიც შეიძლება მოხმარდეს ბევრად მნიშვნელოვან საქმეს


ადამიანური რესურსი არის კომპანიის ერთ - ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაცოცხლებელი ძალა. იმისათვის რომ ეს ძალა იყოს მეტად პროდუქტიული, საჭიროა გამოვავლინოთ ავტომატიზაციის შესაბამისი პროცესები ანუ ის რუტინული საქმე, რისი გაკეთებაც არ მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას რობოტებმაც შეიძლება შეითავსონ. RPA არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც ანაცვლებს ადამიანურ ძალას და აკეთებს იგივე საქმეს ბევრად ნაკლებ დროში. შესაბამისად, თანამშრომელთა რესურსი ხმარდება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს კომპანიაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უპირობოდ არის კომპანიის წარმატების გარანტი.






რობოტები შეამოწმებენ თქვენი ბიზნეს პროცესების გამართულად მუშაობას


არაეფექტური და გაუმართავი პროცესები, კომპანიაში იწვევს განმეორებად მუშობას. განმეორებადი მუშაობა კი კომპანიის დროის მენეჯმენტისთვის სავალალო შედეგების გამომწვევიც შეიძლება იყოს. სანამ ავტომატიზაციას დავიწყებდეთ აუცილებელია პროცესების გაანალიზება და მათ შორის ავტომატიზაციისთვის ყველაზე ხელსაყრელის გამოვლენა, რაშიც პროცეს მაინინგი გვეხმარება. შემდეგ ეტაპზე საჭიროა გამოვლენილი პროცესის ოპტიმიზაცია, დასტანდარტება და ამის შემდეგ უკვე ავტომატიზაცია.







RPA შეამცირებს და ნულამდე დაიყვანს ოპერაციული შეცდომების რისკს


რამდენად გამოცდილი და კვალიფიციურიც არ უნდა იყოს თანამშრომელი კომპანიაში, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია მას ჰქონდეს სრულყოფილი ცოდნა; ადამიანური ფაქტორებიდან გამომდინარე არ  არის გამორიცხული, მას მექანიკურად გამორჩეს ან გადაავიწყდეს ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც შეიძლება გადამწყვეტიც იყოს კომპანიისთვის. RPA ამისგან სრულიად გვაზღვევს, რადგან რობოტები ფაქტობრივად ნულოვან დონემდე ამცირებენ შეცდომების დაშვების ალბათობას.








ანზორ მეხრიშვილი

ანზორ მეხრიშვილი

დირექტორი, ციფრული საკონსულტაციო სერვისების მიმართულების ხელმძღვანელი
personView bio