მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი

მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი

მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგი, BDO-ს საერთაშორისო რეპუტაციისა და ადგილობრივი გამოცდილების საფუძველზე, ახალ სტანდარტებს ადგენს ბუღალტრული საქმიანობის წარმართვის პროცესში. ეს ერთის მხრივ, ეხმარება თქვენს კომპანიას საჭირო რესურსების დაზოგვასა და სწორად გადანაწილებაში, მეორეს მხრივ კი, გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას დააზღვიოთ საბუღალტრო რისკები და უზრუნველყოთ ბიზნესის უწყვეტობის პროცესი.

სერვისის ფარგლებში თქვენ მიიღებთ მთავარი ბუღალტრის მომსახურებას, როგორც აუთსორსზე, ასევე ადგილზე, კომპანიაში. მომსახურების ფარგლებში BDO-ს გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს კომპანიის სრულ მხარდაჭერას ფინანსურ და საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით.

  • მაღალი კვალიფიკაციის მქონე მთავარი ბუღალტრის მომსახურებას
  • კომპანიაში არსებული საბუღალტრო გუნდის ზედამხედველობას
  • სამუშაოს შესრულების პროცესში ხარვეზების აღმოჩენას და პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტას
  • სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას
  • სისტემის დანერგვას
  • კომპანიის სახელით მესამე მხარესთან ურთიერთობაში ეფექტურ ფასილიტაციას.

დამატებით, BDO-ს მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგის გუნდი გთავაზობთ:
  • კომპანიის მთავარი ბუღალტრისათვის პროფესიულ კონსულტაციებს ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე
  • გავლილი სააღრიცხვო პერიოდის აღდგენას ან შემოწმებას და საჭიროების შეთხვევაში კორექტირებას
  • ახალი სააღრიცხვო სისტემის დანერგვას
  • მონაცემების მიგრაციის პროცესის ოპტიმიზაციას.
 

შეავსეთ ფორმა და BDO-ს გუნდი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას თუ როგორ შევძლებთ უზრუნველვყოთ თქვენი ბიზნესის წარმატება.


 
5 მიზეზი, თუ რა გამოარჩევს BDO-ს მთავარი ბუღალტრის ფუნქციის აუთსორსინგის სერვისს:
  • BDO-ს საერთაშორისო სტანდარტები და ლოკალური ექსპერტიზა
  • სტრუქტურირებული სამუშაო პროცესი და უწყვეტი კონტროლის ეფექტური მექანიზმები
  • მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა გუნდი
  • პასუხისმგებლობის გადაზღვევა
  • საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ზუსტ, დროულ და საჭირო ინფორმაციაზე უწყვეტი წვდომა.
მარიკა შანთაძე

მარიკა შანთაძე

მენეჯერი, მთავარი ბუღალტრის აუთსორსინგი
person$$BDO.LiveSite.ViewBio$$