დავით გელაშვილი
პარტნიორი, BDO ლეგალის ხელმძღვანელი
BDO ლეგალის გუნდს დიდი გამოცდილება აქვს სასამართლო დავების კუთხითაც. დავებში ჩვენ ვიცავთ კლიენტის კომერციულ ინტერესებს და ვმოქმედებთ იურიდიული, კომერციული და რეპუტაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.
ჩვენი გამოცდილება - BDO ლეგალი 2005 წლიდან მოყოლებული ათეულობით დავაში წარმოადგენდა კლიენტებს, როგორც მოპასუხის, ასევე მოსარჩელის როლში. მიღებული პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს კლიენტის სახელით ეფექტურად ვმართოთ არსებითი და თითქმის შეუმჩნეველი ნიუანსები დავებთან დაკავშირებით.